Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პირველად დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის ახალი ჰეროლდმეისტერი ქალი გახდა

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2017-11-20

პირველად ლორდების პალატის 650 წლის ისტორიის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ  დანიშნა ქალი-სარა კლარკი, ”შავ კვერთხად” ანუ ლორდების პალატის ჰეროლდმეისტერად.

 

სარა კლარკი წლების განმავლობაში გახლდათ უიმბლდონის ჩოგბურთის ტურნირის დირექტორი და ინგლისის ლაუნ-ჩოგბურთის და კროკეტის კლუბის ხელმძღვანელი.

 

მის მოვალეობაში შედის პარლამენტის გახნის დროს ლორდების და თემთა პალატის დეპუტატების შეკრეფა ლორდების პალატაში, დედოფლის სიტყვით გამოსვლის დროს. ჰეროლდმეისტერი არის დედოფლის წარმომადგენელი, რომელიც რამდენიმე წუთით ადრე მიემართება თემთა პალატაში, რათა აცნობოს დეპუტატებს დედოფლის და მისი მეუღლის ჩამოსვლის შესახებ ვესტმინსტერის სასახლეში.

 

 

დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატა- პარლამენტის ზედა პალატაა, რომელიც შემოღებული იქნა XIV საუკუნეში. ის შედგება მემკვიდრეობითი პერებისაგან, უმაღლესი მოსამართლეების, ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსებისა და მის მიერ დანიშნული სხვა წევრებისაგან, რომლის პოლიტიკური ავტორიტეტი დამყარებულია სახელმწიფო მოწყობაში მის ისტორიულ როლზე. აღსანიშნავია, რომ თემთა პალატისგან განსხვავებით, რომელიც 656 წევრით პარლამენტის ქვედა პალატას წარმოადგენს და არის დემოკრატიულად არჩევითი ორგანო, ზედა პალატა არ არის აღჭურვილი წარმომადგენლობითი მანდატით. თუმცაღა, ლორდთა პალატას აქვს გარკვეულ საკითხებზე კანონპროექტების ინიცირებისა და მაკონტროლებლის უფლებამოსილება.

 

 


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker