Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საფრანგეთში სექსუალური თანხმობის ასაკის შემცირებაზე მსჯელობენ

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-11-17

საფრანგეთის მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც 13 წლის ასაკიდან  სექსუალური თანხმობის შემთხვევაში, ურთიერთობა დასჯადი აღარ იქნება.

 

გაუპატიურების ბრალის წარდგენა საფრანგეთში მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ პროკურორები  დაამტკიცებენ, რომ სქესობრივი კავშირი ორმხრივი თანხმობის გარეშე მოხდა.

 

საფრანგეთში ასეთი ზომის მიღება განაპირობა, პედოფილიის რამდენიმე შემთხვევამ, როდესაც სასამართლოში თავდამსხმელების ბრალი ვერ დამტკიცდა. საფრანგეთის სასამართლომ ორჯერ ვერ გაასამართლა მამაკაცები, რომლებსაც ბრალი ედებოდათ 11 წლის გოგონებთან სქესობრივი კავშირის დამყარებაში.

 

საფრანგეთის გენდერული თანასწორობის მინისტრის მარლენ შიაპას  განცხადებით,  მთავრობა განიხილავს იმ ასაკის ზღავს, რომლის ქვევითაც სქესობრივი კავშირი ავტომატურად სერიოზულ დანაშაულად ჩაითვლება.

 

 

 

კანონპროექტის შემუშავება საზოგადოების უნდობლობის და პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

 

აქტივისტებმა პარიზის ცენტრში საპროტესტო აქციაც კი გამართეს და აცხადებდნენ, რომ "სექსუალური თანხმობის" ასაკი 15 წლით უნდა განისაზღვროს და ეს ასაკი უცვლელი უნდა დარჩეს კანონში.

 

 

 

ამ დროისთვის საფრანგეთში თანხმობის ასაკი 15 წელია.

 

კანონპროექტი დიდი კამპანიის ნაწილია, რომელიც სექსუალური ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ არის მიმართული საფრანგეთში.

 

ბრიტანეთში სექსუალური თანხმობის ასაკი 16 წელიაა, მაგრამ 13 წლამდე ბავშვები დამატებითი სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ, რომლის მიხედვით მათ არ შეუძლიათ განაცხადონ თანხმობა სექსუალურ აქტივობაზე.

 

სხვა ევროპულ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია და პორტუგალია, სექსუალური თანხმობის ასაკი 14 წელია. აშშ-ში კი სექსუალური თანხმობის ასაკი 16-დან 18 წლამდე მერყეობს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს 15 და 16 წლამდე ან უფრო მცირე ასაკის არასრულწლოვანთან სქესობრივ ურთიერთობაზე (137–ე, 138–ე მუხლები), როგორც ძალადობით, მოტყუებით, ან წინასწარ შეცნობით (140-ე მუხლი); ასევე ნებაყოფლობითაც (141-ე მუხლი). ამით, სექსუალური ურთიერთობის თავისუფლება, გარკვეულ ფარგლებშია მოქცეული.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker