Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ქორწინება 9 წლის ასაკში - ერაყში კანონპროექტზე მსჯელობენ

Category: Gender in the world 
2017-11-15

ახალი კანონპროექტი, რომელიც ერაყში ცხრა წლის ასაკში გოგონების ქორწინებას დააკანონებს, შესაძლოა კატასტროფა გამოიწვიოს და გააუქმოს ყველა მიღწევა ქალთა უფლებების სფეროში, რომელსაც ქვეყანამ ნახევარი საუკუნის წინ მიაღწია.


 

 

ერაყის პარლამენტში, შიიტების ჯგუფების მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს კანონში პირადი სტატუსის შესახებ ცვლილებების შეტანას. კერძოთ კი ერთი პუნქტის, რომელიც რელიგიური სასამართლოების აღდგენას ითვალისწინებს და სასულიერო პირებს საშუალებას მისცემს შეადგინონ საქორწინო კონტრაქტები.


 

 

გასულ კვირას ერაყში ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით გაიმართა აქციები, რომელშიც მონაწილეობა აქტივისტებმა და ქალთა უფლებების დამცველებმა მიიღეს. გაეროს დახმარების მისიამ ერაყში (UNAMI) გამოთქვა შეშფოთება კანონპროექტთან დაკავშირებით,  მოუწოდა ერაყის ხელისუფლებას ფართო კონსულტაციებისაკენ, ქალთა უფლებების სრულ აღიარებასა და დაცვისკენ.


 

 

 

როგორც უფლებადამცველები აღნიშნავენ, კანონპროექტი ეწინააღმდეგება საერთაშორისო კონვენციებსა და ეროვნულ კანონმდებლობას. ახლა მოქმედი კანონით, დაქორწინება ოფიციალურად 18 წლიდან შეიძლება, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, 15 წლის ასაკის მოზარდებსაც შეუძლიათ დაოჯახება.

 

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კანონპროექტი ჯერ კიდევ არ გამოტანილა ქვეყნის პარლამენტის დღის წესრიგში, პრინციპების დონეზე მას 40-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.


 

 

უფლებადამცველებმა პეტიციაც კი შეადგინეს, რომელშიც ნათქვამია, რომ: „კანონპროექტი ქვეყანაში უკანონო ქორწინებების და 18 წლამდე  გოგონების იძულებით დაქორწინების პრაქტიკას დაამკვიდრებს, რაც რეალურად ქალთა უფლებების გაუქმებას ნიშნავს, უფლებების, რომელიც ქალებმა ნახევარი საუკუნის წინ მოიპოვეს."

 

 

ზოგიერთი ისლამური მოძრაობის წევრები ერაყში თვლიან, რომ გოგონები 9 წლის ასაკში უნდა დაქორწინდნენ, რადგან ერთ-ერთი ინტერპრეტაციის მიხედვით, მოციქული მუჰამადის ცოლი 9 წლის იყო, ხოლო სხვები ამტკიცებენ, რომ ქალისთვის დაქორწინება ნებადართული სქესობრივი მომწიფების შემდეგ უნდა იყოს.


 

UNICEF-ის ინფორმაციით, ერაყში ყოველი მეხუთე გოგონა ბავშვობის ასაკში ქორწინდება, ისინი წყვეტენ განათლებას, ნაადრევი ორსულობა კი, ხშირ შემთხვევაში, გარდაცვალებით სრულდება.

 

რელიგიური სასამართლოების აღდგენის შემთხვევაში კი ქმართან დაშორების შემდეგ ქალების უფლებები კიდევ უფრო შეილახება, რადგან, რელიგიური სექტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალი უძრავი ქონების გარეშე უნდა დარჩეს, ბავშვზე კი მეურვეობა მამამ უნდა აიღოს.

 

 

2014 წელს, ერაყის პარლამენტს უკვე ჰქონდა პირველი მცდელობა მიეღო კანონპროექტი, რომელიც ქალებისთვის ქორწინების ასაკს ცხრა წლით საზღვრავდა, გარდა ამისა, იგი ზღუდავდა ქალების უფლებებს განქორწინების, მემკვიდრეობის და განათლების კუთხით.

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Barack Obama: Women are better leaders than men

Britain elects record number of female lawmakers in 2019 election

Women under 35 run Finland as world's youngest leader takes office

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker