Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მეექვსე ქალი ადანაშაულებს ჯორჯ ბუშ უფროსს სექსუალურ შევიწროვებაში

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-11-14

მეექვსე ქალი ადანაშაულებს ჯორჯ ბუშ - უფროსს სექსუალურ შევიწროვებაში, ამის შესახებ Time–ი წერს.

 

ტექსასის მაცხოვრებელი როსლინ კორიგანი მეექვსე ქალია, რომელიც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ჯორჯ ბუშ - უფროსს სექსუალურ შევიწროვებაში სდებს ბრალს.


 

როგორც კორიგანი ყვება, ყოფილი პრეზიდენტი მას მაშინ ავიწროებდა, როდესაც იგი 16 წლის იყო. ეს 2003 წლის ნოემბერში, ცენტრალური დაზვერვის სამმართველოში მოხდა, რომელიც ტექსასის ქალაქ ვუდლენდსში მდებარეობს. მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტთან შესახვედრად მამამისმა მიიყვანა. იგი ამაყობდა, რომ ქვეყნის ყოფილ მეთაურს წარუდგინეს. თუმცა, ფოტოების გადაღებისას, 79 წლის ჯორჯ ბუშ უფროსმა მას დუნდულებზე მოკიდა ხელი.

 

 

 

 

 

„ჩემი პირველი რეაქცია საშინელება იყო. დედაჩემს შევხედე, მაგრამ რას ვეტყოდი. რა უნდა ეთქვა მოზარდს ამერიკის პრეზიდენტისთვის? ე, ბიჭო, ასე ხელს ნუ მკიდებ?“, - აცხადებს კორიგანი.

 

 

შვიდმა ადამიანმა, მათ შორის კორიგანის ოჯახის წევრებმა დაადასტურეს, რომ მან მათ აღნიშნული ინციდენტის შესახებ აცნობეს. თავად ქალბატონმა განაცხადა, რომ მას რცხვენოდა ამის მოყოლა, მაგრამ მას მერე, რაც სხვა ქალებმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენს სექსუალურ შევიწროვებაში დასდეს ბრალი, გადაწყვიტა ხმა ამოეღო.

 

შეგახსენოთ, რომ ბუშ - უფროსი სექსუალურ შევიწროვებაში პირველმა მსახიობმა ჰეზერ ლინდმა დაადანაშაულა. ინციდენტი ფოტოსესიის დროს, 2013 წელს მოხდა.

ტეგები: ჯორჯ ბუშ უფროსი სექსუალური შევიწროვება

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ტრენინგი "გენდერული თანასწორობა ადგილობრივ დონეზე"

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ასპინძის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker