Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

დღეს სამყარო ასტრიდ ლინდგრენის დაბადებიდან 110 წლისთავს აღნიშნავს

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2017-11-14

2017 წელს 14 ნოემბერს სამყარო ასტრიდ ლინდგრენის დაბადებიდან 110 წლისთავს აღნიშნავს.

 

„თუ მე მოვახერხე და რომელიმე ბავშვის ცხოვრება უფრო ნათელი გავხადე, მაშინ მე მართლაც ბედნიერი ვარ“– წერდა ასტრიდ ლინდგრენი.

 

ასტრიდ ლინდგრენი დაიბადა, შვედეთში, პატარა ქალაქ ვიმერბიუში. მისი წიგნები 80 ენაზეა თარგმნილი. ამ წიგნებზე 40-მდე ფილმიც გადაიღეს.

 

 

 

 

 

 

 

საბავშვო წიგნების წერა ასტრიდმა სტოკჰოლმში დაიწყო. მაშინ მას უკვე ორი შვილი ჰყავდა – ლარსი და კარინი. ერთხელ მისი ქალიშვილი, კარინი, ფილტვების ანთებით ავად გახდა. დედა მას ძილის წინ ყოველთვის თავის მოგონილ ზღაპრებს უამბობდა ხოლმე. ერთხელაც კარინმა დედას სთხოვა, ზღაპარი მოეყოლა ვინმე პეპი გრძელ წინდაზე. პეპიზე მოგონილი ამბები ასტრიდ ლინდგრენმა წიგნად აქცია და შვილს დაბადების დღეზე აჩუქა. შემდეგ ხელნაწერი მან დასაბეჭდად გაგზავნა, მაგრამ არ დაუბეჭდეს და უკან დაუბრუნეს. სამაგიეროდ, ერთ–ერთ კონკურსზე მისმა ამბებმა პეპიზე ჯილდოც მიიღო და დაბეჭდვაზე თანხმობაც.

 

 

მალე ასტრიდი დარწმუნდა, რომ საბავშვო წიგნების წერა მისი მთავარი საქმიანობა იყო.

 

 

 

 

1958 წელს ასტრიდმა მიიღო ჰანს კრისტიან ანდერსენის პრემია. ეს საბავშვო ლიტერატურაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიაა. შემდეგ ლევ ტოლსტოის სახელობის მედალი, სელმა ლაგერლოფის პრემია, შვედეთის სახელმწიფო პრემია ლიტერატურაში. 1985 წელს ასტრიდ ლინდგრენი შვედეთის ყველაზე პოპულარულ მწერლად დაასახელეს. მისი სახელი ვარსკვლავსაც კი დაარქვეს.

 

ასტრიდ ლინდგრენი 2002 წლის იანვარში გარდაიცვალა. მისი წიგნები მსოფლიოში დღემდე საუკეთესოდ ითვლება.

 

 

 

 
ასტრიდ ლინდგრენის ცნობილი ნაწარმოებებია: ,,პეპი გრძელი წინდა“, ,,ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“, ,,მიო, ჩემო მიო“, ,,ყაჩაღის ასული რონია“, ,,მაწანწალა რასმუსი“, ,,ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი“, ,,ბიულერბიუელი ბავშვები“, ,,კალე ბლუმკვისტი“ და სხვა.

 

 

2002 წელს შვედეთის მთავრობამ საბავშვო ლიტერატურაში მიღწევებისთვის, ასტრიდ ლინდგრენის საპატივსაცემოდ დააწესა ასტრიდ ლინდგრენის ხსოვნის პრემია (Astrid Lindgren Memorial Award), რომელიც გაიცემა ყოველ წელს და რომლის საპრიზო ფონდი ხუთ მილიონ შვედურ კრონს შეადგენს.

 

პრემია გაიცემა არა მხოლოდ საბავშვო ლიტერატურის სფეროში მიღწევებისთვის, არამედ ასევე კითხვის პროპაგანდის საქმიანობისთვის.

2018 წლის პრემიის ნომინანტების ნუსხაში 235 კანდიდატია მსოფლიოს 60 ქვეყნიდან.
საქართველოდან პრემიაზე წარდგენილები არიან გულეური ვასილი, პეტრიაშვილი გურამი და თოფურია თეა.

ტეგები: ასტრიდ ლინდგრენი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker