Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

2017 წლის არჩევნების შედეგად საკრებულოს დეპუტატი მხოლოდ 277 ქალი გახდა

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2017-11-10

2017 წლის არჩევნების შედეგად საკრებულოს დეპუტატი მხოლოდ 277 ქალი გახდა. 2017 წლის თვითმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების  გენდერული ანალიზი „ჟურნალისტთა ქსელმა გენდერული თანასწორობისათვის“  მოამზადა. 

 

 

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ,   თბილისსა  და საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში სულ 277 ქალი (13.4%)  და 1781 მამაკაცი (86.6%) აირჩიეს.  2017 წელს არჩეულ ქალთა რაოდენობა მხოლოდ 1.8%-ით აღემატება წინა 2014 წლის თვითმართველობის დროს არჩეულ ქალ დეპუტატთა საერთო ჯამს (11.6%).

 

2014 წლის თვითმართველობის არჩევნებთან შედარებით არჩეულ ქალთა რიცხვი გაიზარდა რეგიონებში. თბილისის საკრებულოში  კი 6%-ით შემცირდა და 20% შეადგინა.

 

2017 წლის არჩევნების შედგად  საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობა  ყველაზე მაღალი არის რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთში (19%) და ყველაზე დაბალი აჭარაში - 10.4%


 

ყველაზე დიდი ზრდა კახეთში დაფიქსირდა და მიაღწია 11.3%-ს, მაშინ როდესაც წინა მოწვევის საკრებულოებში კახეთში ქალთა წარმომადგენლობა 4%-ს აღწევდა. 

 

 

საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის პროცენტული მაჩვენებლების  სხვა რეგიონებში შემდეგნაირად გამოიყურება. გურია - 16.3%; იმერეთი- 15.3%; მცხეთა-მთიანეთი - 15.3%; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 13.5%; შიდა ქართლი  12.3%; ქვემო ქართლი - 12%; სამცხე-ჯავახეთი 12%.


ყველაზე მეტი 10 ქალი გახდა ხარაგაულის საკრებულოს წევრი. მარნეულის  საკრებულოში კი არც ერთი ქალი არ იქნა არჩეული. თითო ქალია არჩეული დედოფლისწყაროს და აბაშის საკრებულოებში.

ტეგები: თვითმართველობის არჩევნები შედეგები გენდერული

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს

ხვალ გლობალური ბიზნეს ფორუმი გაიმართება

პროექტის „ასე უფრო მარტივია“ - შემაჯამებელი შეხვედრა

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ თამარ ყეინიშვილი აირჩიეს

თერჯოლის საკრებულოს ქალი თავმჯდომარე ჰყავს

კახა კალაძემ თბილისის მერიის სამსახურების ახალი უფროსები წარადგინა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა კიბერსექსუალური ტრეფიკინგი - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დანაშაულებრივი ქმედებაა მსოფლიოში

სტამბულში მყიდველებმა Zara-ს ტანსაცმელში საჩივრები იპოვეს

მონობაში მყოფ ადამიანთა შორის ქალები და გოგონები უმრავლესობას შეადგენენ

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker