Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

იემენში შიმშილის ზღვარზე 7 მილიონი ადამიანი იმყოფება

კატეგორია: მოვლენები 
2017-11-09

გაერო-ს ოფიციალური ინფორმაციით, იემენის მოსახლეობას ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური შიმშილობა ემუქრება, რასაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიძლება შეეწიროს.

 

„წითელი ჯვრის“ ინფორმაციით, იემენში 900 000 ადამიანი ქოლერითაა დაავადებული. ხოლო გაერო-ს მონაცემებით, შიმშილის ზღვარზე 7 მილიონი ადამიანი იმყოფება.

 

იემენი მხოლოდ იმპორტზეა დამოკიდებული. ბლოკადის გამო ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ვერ ხერხდება. მოსახლეობის სიცოცხლისათვის საჭირო პროდუქტების, საწვავის და მედიკამენტების მიწოდება პრაქტიკულად შეჩერებულია.

 

საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "ექიმები საზღვრებს გარეშე" ასევე აცხადებს, რომ უკვე მესამე დღეა არაბული კოალიცია მათ წარმომადგენლებს იემენის მიმართულებით ფრენის უფლებას არ აძლევს.

 

 

გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში, მარკ ლოუკოკი საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებს იემენის ბლოკადის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. როგორც ლოუკოკმა განაცხადა, მან გააფრთხილა საბჭო, რომ თუ ბლოკადა არ მოიხსნება, იემენის მოსახლეობას მასშტაბური შიმშილობის საფრთხე დაემუქრება.

 

 

 

UN-ის ინფორმაციით,  2015 წელს იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომში არაბული კოალიციის ჩარევის შემდეგ  8 670 ადამიანი დაიღუპა, აქედან 60% სამოქალაქო პირები არიან, 49 960 ადამიანი კი დაშავდა.

 

 

 

 

 

 

 

საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი არაბული კოალიცია, რომელიც  შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ იბრძვის, 2015 წელს შეიქმნა.

 

6 ნოემბერს არაბულმა კოალიციამ იემენის ყველა აეროპორტი, სახმელეთო და საზღვაო პორტები დახურა.

 

 

შიიტმა ჰუსიტებმა იემენის დედაქალაქი სანა 2015 წელს დაიკავეს.

 

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker