Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

გახდება თუ არა სექსუალური შევიწროვება დასჯადი!?

Category: Gender based violence 
2017-11-07

პარლამეტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა „ქალთა მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი პეტიციის შესწავლისა და განხილვის მიზანშეწონილობის საკითხზე.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ კოლეგებს გააცნო პეტიციის არსი, რომელიც ითვალისწინებს მოთხოვნას პარლამენტმა მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები შრომის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რათა სექსუალური შევიწროვება აიკრძალოს, როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში და მსგავსი ქმედება გახდეს დასჯადი.

 

შეგახსენებთ, რომ პეტიცია, რომელსაც ათასი მოქალაქე აწერს ხელს, სექსუალური შევიწროვების აკრძალვის მოთხოვნით პარლამენტში, "ქალთა მოძრაობამ" შეიტანა.

 

 

“საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება მოიცავს: სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდება. ასევე სხეულზე შეხება უნებართვოდ, გენიტალიების ჩვენება და სხვა. სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროება ხშირად გამოიხატება სექსუალური შინაარსის არასასურველ კომპლიმენტებში, ხუმრობებში, პორნოგრაფიის ჩვენებაში, უფროსის მხრიდან სექსუალური ურთიერთობების მოთხოვნა დაწინაურების ან სამსახურიდან არგაგდების სანაცვლოდ და სხვა. სექსუალური შევიწროების ამკრძალავი კანონმდებლობის არარსებობა იწვევს მოძალადეთა დაუსჯელობას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას”, - ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ პეტიციაში.

 

 

სოფიო კილაძის თქმით ეს საკითხი წარმოადგენს გამოწვევას საზოგადოებისთვის, ამიტომ პარლამენტმა უნდა მიიღოს საკითხი განსახილველად. მისივე წინადადებით საკითხი განსახილველად უნდა გადაიგზავნოს გენდერული თანასწორობის საბჭოში, სადაც უნდა მოხდეს საკითხის შინაარსობრივი მომზადება. კომიტეტმა მიზანშეწონილად ჩათვალა და ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილი პეტიციის განსახილველად მიღების საკითხს.

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Women under 35 run Finland as world's youngest leader takes office

Finnish minister Sanna Marin, 34, to become world's youngest PM

Netherlands to force companies to have more women on boards

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker