Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა 2017 წლის გენდერული სხვაობის რეიტინგი გამოაქვეყნა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-11-02

მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა 2017 წლის გენდერული სხვაობის რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო 90–ე ადგილიდან (2016) 94–ე გადაინაცვლა.
ანგარიში 144 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი.

 

იმის გამო რომ რეიტინგი 4 ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით დგება, თითოეულქვეყანას ცალ-ცალკე შეფასება და ინდექსი ენიჭება ქალთა ჯანდაცვის, მათი პოლიტიკური ჩართულობის, ეკონომიკის სფეროში აქტიურობისა და განათლების კუთხით.

 

 

საქართველოში სქესთა შორის ეკონომიკური სხვაობის მაჩვენებელის ინდექსი 75–ია (2016 – 61). ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოს (124) ქალთა ჯანმრთელობის დაცვისა და პოლიტიკური გაძლიერების (114) კუთხით აქვს. განათლების ხელმისაწვდომობის ინდექსი კი 78–ან 81–ე გადაინაცვლა.

 

 

ისლანდია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სიის სათავეშია, როგორც ქვეყანა, რომელსაც გენდერული ბალანსი კარგად აქვს დაცული. ყველაზე ცუდი მდგომარეობა კი იემენშია, რომელიც 144-ე ანუ ბოლო ადგილზე გავიდა.

 

 

საუკეთესო მაჩვენებლების მქონე ხუთეული ასე გამოიყურება: ისლანდია, რომელიც მეცხრე წელია იკავებს პირველ ადგილს, ნორვეგია, ფინეთი, რუანდა და შვედეთი.ახალი კვლევის მიხედვით, აშშ  წინა წელთან შედარებით 4 ქულით ჩამოქვეითდა და რეიტინგში 49-ე ადგილზე გადაინაცვლა, საუდის არაბეთი კი, სადაც სულ ცოტა ხნის წინ ქალებს მანქანის ტარების უფლება მიენიჭათ, 138-ე ადგილზე აღმოჩნდა.


 

 

 

 

 

კვლევის მიხედვით, ნახევარზე მეტ ქვეყანაში გენდერული თანასწორობის ინდექსი გაუმჯობესდა გასული წლის განმავლობაში, მაგრამ საერთო ჯამში, გენდერული უთანასწორობის მაჩვენებელი გაიზარდა. ასე 2015 წელს ის 68.3% შეადგენდა, 2017 წელს კი 68% -მდე დაეცა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ასეთი ვარდნა არ აღინიშნებოდა 2006 წლიდან.

 

"თუ სიტუაცია ამ სიჩქარით განვითარდა, გენდერული უთანასწორობის დასაძლევად მსოფლიოს კიდევ 100 წელი დასჭირდება, ხოლო ქალსა და კაცს შორის ეკონომიკური უთანასწორობის დასაძლევად კი კაცობრიობას 217–ი წელი" - ნათქვამია ანგარიშში.

 

როგორც WEF - ს გენერალურმა დირექტორმა კლაუს შვაბმა განაცხადა, მსოფლიო კაპიტალიზმის ეპოქიდან გადავიდა ეპოქაში, როდესაც  ნიჭი ფასეული გახდა და კონკურენციის პირობებში გაიმარჯვებს ის, ვინც ბიზნესში უფრო მეტი ქალის მოზიდვის საჭიროებას დაინახავს.

 

ტეგები: მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი გენდერული სხვაობა რეიტინგი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს

ხვალ გლობალური ბიზნეს ფორუმი გაიმართება

პროექტის „ასე უფრო მარტივია“ - შემაჯამებელი შეხვედრა

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ თამარ ყეინიშვილი აირჩიეს

თერჯოლის საკრებულოს ქალი თავმჯდომარე ჰყავს

კახა კალაძემ თბილისის მერიის სამსახურების ახალი უფროსები წარადგინა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა კიბერსექსუალური ტრეფიკინგი - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დანაშაულებრივი ქმედებაა მსოფლიოში

სტამბულში მყიდველებმა Zara-ს ტანსაცმელში საჩივრები იპოვეს

მონობაში მყოფ ადამიანთა შორის ქალები და გოგონები უმრავლესობას შეადგენენ

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker