კატეგორია: გენდერული ძალადობა  2017-10-31
ცნობილ რეჟისორ, რომან პოლანსკის, რომელსაც რამდენიმე ქალი, სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, ფრანგი ფემინისტები საპროტესტო აქციით დახვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
მანიფესტაცია პარიზში სინამატეკის შენობასთან მოეწყო, სადაც 84 წლის რეჟისორის ფილმების რეტროსპექტიული ჩვენება ტარდება. აქტივისტებმა შენობაში შეჭრაც კი სცადეს, თუმცა, მათ სამართალდამცველებმა ხელი შეუშალეს.
"პედოკრიმინალი, შეუწყნარებლობა მოძალადეების მიმართ",- სკანდირებდნენ ისინი. ფემინისტების თქმით, "თუ გაუპატიურება ხელოვნების ფორმაა, მაშინ პოლანსკის ყველა ცეზარი ეკუთვნის,"- ეწერა ერთ-ერთ ბანერზე.

აღსანიშნავია, რომ 1977 წელს 13 წლის გოგოს გაუპატიურების გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი რეჟისორის წინააღმდეგ საქმეა აღძრული.
|
 |