Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

კვლევა: მსოფლიოს 68 ქვეყანაში სექსუალური შევიწროების კანონი არ არსებობს

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-10-31

სააგენტო როიტერი ახალ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ქვეყების თითქმის ერთ მესამედში სექსუალური შევიწროებისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმები არ არსებობს. ამგვარად დაახლოებით 235 მილიონი ქალი სამუშაო ადგილზე შევიწროების ფაქტების წინაშე სრულიად დაუცველი რჩება.

 

 

193 ქვეყნის კანონმდებლობა სექსუალური შევიწროების კუთხით კალიფორნიის უნივერსიტეტთან არსებულმა მსოფლიო პოლიტიკის ანალიზიზ ცენტრმა შეისწავლა. კვლევის გამოქვეყნება კი დაემთხა #metoo კამპანიას სოციალურ ქსელებში, სადაც მილიონობით ქალმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ისინიც გამხდარან სექსუალური შევიწროებსი მსხვერპლები.

 

 

იმ 68 ქვეყანაში სადაც სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი არ არსებობს, საქართველოცაა. საერთო ჯამში მილიონობით ქალი მუშაობს ისეთ ქვეყანაში სადაც მათ მიმართ სექსუალურ შევიწროებას კანონი არ კრძალავს. კვლევის ავტორები ამბობენ რომ პრობლემა რეალურად არსებობს, თუმცა მის აღმოსაფხრელად ყველა ძალისხმევა ფუჭი იქნება, თუ საკანონმდებლო ბაზა არ იარსებებს.

 

 

შეგახსენებთ, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტში 2016 წლის ივნისში მეორე მოსმენის დროს ჩავარდა. ის თამარ კორძაიას და თამარ ხიდაშელის მიერ იყო ინიცირებული.

ტეგები: სექსუალური შევიწროება კვლევა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker