Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პარლამენტში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა

კატეგორია: ექსკლუზივი 
2017-10-24

დღეს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა და საბჭოს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა გახსნა. 

 

სხდომაზე წარმოდგენილი იყო სამაგიდო კვლევა – გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები.

 

კვლევაში იდენტიფიცირებულია ხარვეზები მთელ რიგ სფეროებში, როგორიცაა: პოლიტიკური მონაწილეობა, ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა მიმართ ძალადობა, შრომითი ურთიერთობები, ჯანმრთელობა, განათლება, მშვიდობა და უსაფრთხოება, სპორტი და კულტურა.

 

კვლევა ეყრდნობა უწყებათაშორისი ორგანოების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებსა და კვლევებს, აგრეთვე ინტერვიუებს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებთან.

 

დოკუმენტი შეიცავს რეკომენდაციებს, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული კანონმდებლობების გადახედვის პროცესში ზემოთხსენებულ სფეროებში. შემუშავდა იმ მიზნით, რომ ხაზი გაესვას იმ დებულებებს, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს ცვლილებას გენდერული თანასწორობის პოლიტიკისა და პრიორიტეტების ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებელი პირების მუშაობისათვის ხელშეწყობის მიზნით.

 

 

ასევე გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე განიხილეს პარლამენტის წევრების ხათუნა გოგორიშვილის და სალომე სამადაშვილის განცხადებები, რომელიც მათ მიმართ გამოთქმულ სექსისტურ გამონათქვამებს შეეხებოდა.

 

საბჭოს წევრთა განცხადებით, ეს არ უნდა იყოს მისაღები სტანდარტი.

 

როგორც საბჭოს სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, აღნიშნული ფაქტები "ეთიკის კოდექსის" დროული მიღების საჭიროებაზე მიუთითებს.

 

"პარლამენტის ყველა წევრმა ეთიკის სტანდარტები საკუთარ თავს უნდა დავუწესოთ. "ეთიკის კოდექსის" მიღება დროულად უნდა მოხდეს. კარგია, რომ დეპუტატებმა რეაგირებისთვის მოგვმართეს", - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

 

საქმე ეხება თავდაცვის კომიტეტისა და ბიუროს სხდომებზე პოლიტიკური დებატებისას დაპირისპირებას, სადაც გია ვოლსკიმ სამადაშვილს "გოგო" უწოდა, ხოლო ზარდიაშვილმა გოგორიშვილს მიმართა - "ქ-ნო ხათუნა, პირი დაკეტეთ".

 

სხდომას ესწრებოდნენ სობჭოს წევრები, სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საკონსულტაციო შეხვედრა მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ასპინძის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ხობის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

ინდოეთში დედა ტერეზას საქველმოქმედო დაწესებულებას ბავშვებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker