Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ჰოლივუდის ყველაზე გავლენიან პროდიუსერს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-10-10

ოსკაროსანი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სექსუალური შევიწროების სკანდალში გაეხვა, რის საფუძველზეც ის საკუთარი კომპანიიდან დაითხოვეს. ვაინშტაინის ქმედება საჯაროდ დაგმეს ისეთმა მსახიობებმა როგორიცაა ჯუდი დენჩი, ჯულიანა მური, ჯესიკა ჩესტეინი, ქეით უინსლეტი და მერილ სტრიპი.

 

 

ცოტა ხნის წინ ვაინშტაინის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების 8 ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. სარჩელის ავტორებს შორისაა მსახიობი ეშლი ჯადი და მისი პირადი ასისტენტიც. ეშლი ჯადი იხსენებს, რომ რამდენიმე წლის წინ ვაინშტაინმა ის ვახშამზე მიიწვია, შემდეგ კი სასტუმროში მასთან ერთად წასვლა შესთავაზა.

 

 

 

 

ჰარვი ვაინშტაინი ჰოლივუდში ნომერ პირველ პროდიუსერად არის აღიარებული. მას ნამუშევარი აქვს ისეთ ფილმებზე, როგორიცაა: „შეყვარებული შექსპირი“, „ბეჭდების მბრძანებელი“,  „მეფის სიტყვა“, ინგლისელი პაციენტი“, „ჩიკაგო“, „არტისტი“ და სხვა. ამბობენ, რომ მან აღმოაჩინა, კვენტინ ტარანტინო, სტივენ სოდერბერგი, პედრო ალმოდოვარი და სხვა მრავალი რეჟისორი ჰოლივუდისთვის.  ერთ-ერთ დაჯილდოებაზე მერილ სტრიპმა ცნობილ პროდიუსერს ‘ღმერთიც“ უწოდა, თუმცა დღეს მსახიობს საკუთარი სიტყვები უკან მიაქვს და ქალებს, რომლებიც ვაინშტაინის წინააღმდეგ გამოვიდნენ და საკუთარი გამოცდილებები საზოგადოებას მოუყვნენ, გმირებს უწოდებს.


 

 

"ჩემი დიდი პატივისცემა ეშლი ჯადს, რომელმაც გაბედა და ამ თემაზე ხმამაღლა ისაუბრა. ბრავო!" - ასე გამოეხმაურა მომხდარს სიუზან სარანდონი.


 

 

 

კომიკურია, რომ ჰარვი ვაინშტაინი საკუთარ თავს ფემინისტს უწოდებდა და მინესოტაში ქალთა მხარდამჭერი ფონდიც კი დააარსა, ამავდროულად თითქმის ყველა გავლენიან ფემინისტურ ორგანიზაციას ურიცხავდა თანხას სხვადასხვა კამპანიების საწარმოებლად.

 

 

ვაინშტაინი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მისი სიმართლის დამტკიცების შემთხვევაში, ზარალის ანაზღაურების სახით მიღებულ თანხას, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ფონდში გადარიცხავს.

ტეგები: ჰარვი ვაინშტაინი სექსუალური შევიწროება

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker