Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელმა ქართველ კოლეგებს სიტყვით მიმართა

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2017-10-06

ჰანან ალ რუბი პალესტინელი მასწავლებელია რომელიც 2017 წელს მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს მფლობელი გახდა და პრიზის სახით 1 მილიონი დოლარი მიიღო. ის მასწავლებელთა ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში 5 ოქტომბერს თბილისს ეწვია, სადაც ფინალისტებს და სტუმრებს სიტყვით მიმართა.

 

 

 


 

 

 

ალ რუბი ბეთლემიდანაა. ის ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს სტრესის გადალახვაში სწავლითა და თამაშით ეხმარება. მისი მსოფლმხედველობა და სწავლების სტილი კი მას მერე შეიცვალა, რაც მის ქმარს და შვილებს სკოლიდან სახლისკენ გზაზე ესროლეს. 2017 წელს მიღებულ პრესტიჟულ ჯილდოს კი ის მთელი მსოფლიოს მასწავლებლების გამარჯვებას უწოდებს და მიღებული თანხის ნაწილსაც ისევ განათლებაში დებს.

 

 

 

 

„ჩემი როგორც მასწავლებლის ყველაზე დიდი გამარჯვებაა ღიმილი ომის პირობებში მცხოვრები ბავშვების სახეზე“ - განაცხადა პალესტინელმა მასწავლებლემა თბილისში გამართულ დაჯილდოებაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

 

 

მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს მომავალი პრეტენდენტი უკვე საქართველოსაც ჰყავს. ის ვლადიმერ აფხაზავაა, ლანჩხუთის  მუნიციპალიტეტსის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, რომელიც საქართველოში გამართული ეროვნული დაჯილდოების ლაურიატი გახდა და ჯილდოდ 10 000 ლარი მიიღო. 

 

 

 


 

მასწავებელთა ეროვნული დაჯილდოება საქართველოში პირველად ჩატარდა და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის “The Global Teacher Prize” ნაწილია. გამარჯვებულის გამოვლენა 114 კონკურსანტს შორის მოხდა.   ჯილდო კოალიცია ‘განათლება ყველასათვის - საქართველოს’, მასწავლებელთა განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების სამინისტროს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე 2017 წელს დაწესდა.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker