Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

WHO - მსოფლიოში აბორტების ნახევარი სიცოცხლისთვის სახიფათოა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-10-03

მსოფლიოში ყოველ წლიურად 56 მილიონი აბორტი კეთდება და მათი ნახევარი სიცოცხლისთვის სახიფათოა. ამ მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს. ამის მიზეზი კი ძირითად შემთხვევაში აბორტის მოძველებული მეთოდების გამოყენება ან ორსულობის თვითნებული შეწყვეტაა.

 

 

მონაცემებს მთელი მსოფლიოდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გუტმახერის ინსტიტუტთან ერთად 4 წლის განმავლობაში, 182 ქვეყანაში აგროვებდა და ის მოიცავს 2010-2014 წლებს. მასშტაბური კვლევა სრული სახით კი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

 

 

მონაცემები დაყოფილია აბორტების სახიფათოობის, ნაკლებად სახიფათოობისა და უსაფრთხოების მიხედვით. ყველაზე ცუდი მდგომარეობა კონტინენტებს შორის კი ლათინურ ამერიკასა და აფრიკაშია. სტატისტიკის მიხედვით აფრიკის კონტინენტზე 4 დან 1 აბორტი ჯანმრთელობისთვის საშიშია.

 

 

კვლევაში ევროპის მონაცემებიც მოხვდა. სახიფათო პირობებში ჩატარებული აბორტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კონტინენტის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილშია. საშიში ან ნაკლებად საშიში აბორტების მაჩვენებელი იქ 57.8%-ია. აღმოსავლეთ ევროპაში კი ყოველწლიურად აბორტების 12 მილიონი შემთხვევიდან მხოლოდ 11%ია სიცოცხლისთვის საშიში.

 

 

აბორტი უსაფრთხოა ჩრდილოეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, სადაც კონტრაცეფცია ხელმისაწვდომია და აბორტებიც კანონით აკრძალული არაა.  სამაგიეროდ კანონი აბორტს კრძალავს სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში რაც შესაძლოა აბორტების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი იყოს.

 

 

 

 

 

 

 

ტეგები: WHO მსოფლიო აბორტები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker