Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

შსს-ს და პროკურატურას ფემიციდის საქმეზე ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-10-03

სასამართლომ ფემიციდის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას გარდაცვლილი ქალის დედისთვის ტანჯვისა და სტრესის გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტა ასოციაცია ავრცელებს. სწორედ საია იყო ამ საქმეზე დაზარალებული მხარის წარმომადგენელი.

 

 

„ძალადობის შესახებ მსხვერპლმა არაერთხელ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა, მათგან არ განხორციელდა დროული და ეფექტური რეაგირება. შედეგად, მოძალადემ სამსახურეობრივი იარაღით მოკლა იგი“ - აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

 

 

აღნიშნულმა საქმემ საქალაქო სასამართლოდან სააპელაციოში გადაინაცვლა. მეორე ინსტანციამ ძალაშო დატოვა პირველის მიერ მიღებული კანონით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო,  მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. შინაგან საქმეთ სამინისტრომ და პროკურატურამ უზენაეს სასამართლოსაც მიმართა, რომელმაც საჩივარი დაუშვებლად სცნო.

 

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების არგუმენტები და განჩინებაში მიუთითა, რომ სახელმწიფო ორგანოებმა მიუხედავად მათი ინფორმირებულობისა, არ მიიღეს ყველა გონივრული ზომა მსხვერპლის ხელშეუხებლობის დასაცავად. არ მოახდინეს მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის გამოძიება და პასუხისმგებელი პირის დასჯა, რაც გახდა მკვლელობის მიზეზი.


 

ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ  შვილის გარდაცვალების გამო, დედას უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული მორალური ზიანი გადატანილი ტანჯვისა და იმ იმედგაცრუების გამო, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა თავისი ქვეყნის მოქალაქის სიცოცხლე. მორალური ზიანის ანაზღაურება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით მოხდა.
         

ტეგები: სახელმწიფო ფემიციდი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ეყოლება

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker