Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ირლანდიელები აბორტების აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდნენ

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-10-02

დუბლინში ათასობით აქტივისტი  აბორტების აკრძალვის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე გამოვიდა. ირლანდია 2018 წლის რეფერენდუმისთვის ემზადება, სადაც მოსახლეობა გადაწყვეტს დარჩეს თუ არა ძალაში კანონი აბორტების აკრძალვის შესახებ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქვეყანაში საპროტესტო აქციები ამ თემაზე საკმაოდ ხშირია, რადგან ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონმდებლობა მოქმედებს. 2013 წლამდე იქ აბორტი ყველა შემთხვევაში აკრძალული იყო, თუმცა მოგვიანებით მცირედი გამონაკლისი დაუშვეს და ორსულობის შეწყვეტა შესაძლებელი გახდა მსოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნაყოფი საფრთხეს უქმნის დედის ჯანმრთელობას.

 

 

მიუხედავად იმისა რომ რეფერენდუმი 2018 წლისთვის უკვე ჩანიშნულია,  ჯერ ისევ უცნობია რა ფორმულირება ექნება შეკითხვას, რომლითაც მთავრობა ირლანდიელ ხალხს მიმართავს. გამოკითხვის მიხედვით მოსახლეობის უმრავლესობა კანონში გარკვეული სახის ცვლილების მომხრეა.

 

 

გაერო და ევროპის საბჭო ირლანდიას ურჩევს აბორტები დასაშვები გახადოს, ნაყოფის  თანდაყოლილი დეფექტის ან სექსუალური ძალადობის შემთხვევაში, თუმცა ეს საკმარისი არ არის მოსახლეობის ნაწილისთვის.  ისინი მოითხოვენ ანალოგიურ კანონს, რაც ინგლისში მოქმედებს - აბორტის სრულ დაშვებას ჩასახვიდან 24 კვირამდე. 

 

 

ირლანდიაში დიდი გავლენით სარგებლობს კათოლიკური ეკლესია, თუმცა მათი ინტერესების საპირისპიროდ 2015 მაინც გავიდა კანონი რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებას დასაშვებს ხდის.  ამ ცვლილებას მაშინ მოსახლეობსი 62%მა დაუჭირა მხარი. რეფერენდუმი აბორტების დეკრიმინალიზაციაზე კი 2018 წლის მაისში ან ივნისში გაიმართება.

ტეგები: დუბლინი აბორტები საპროტესტო აქცია

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker