Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ყველაფერი რაც საუდის არაბეთში ქალებისთვის ჯერ კიდევ შეუძლებელია

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-10-02

ამ დღეებში საუდის არაბეთში, ქალებს მანქანის ტარების უფლება დართეს. ეს იყო ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც მანქანის ტარება მხოლოდ კაცებს შეეძლოთ. იმ შემთხვევაში თუ ქალებს საჭესთან შეამჩნევდნენ, მათ აჯარიმებდნენ ან აპატიმრებდნენ.


 

ამ გადაწყვეტილების შემდეგ პირველად ისტორიაში, საუდის არაბეთში გაიხსნება მართვის სკოლა ქალებისთვის. მეფის განკარგულების თანახმად, სკოლა პრინცესა ნურის სახელობის უნივერსიტეტში გაიხსნება. იქ  60 000-ზე მეტი ქალი სტუდენტი სწავლობს.


ქალებისთვის მინიჭებული მართვის უფლება ძალაში 2018 წლის ივნისში შევა. მიუხედავად  ცვლილებებისა, საუდის არაბეთში ქალებისთვის ბევრი რამ დარჩა აკრძალული, მაგალითად:


 

ბავშვზე მეურვეობა განქორწინების შემდეგ.

 

 


 

საუდის არაბეთში, განქორწინების შენდეგ ქალებს აქვთ უფლება იზრუნონ თავიანთ შვილებზე გარკვეულ ასაკამდე. ქალს შეუძლია იყოს ბიჭის მეურვე - 7 წლამდე, გოგოსი კი - 5 წლამდე. შემდეგ ბავშვები მხოლოდ მამის მეურვეობის ქვეშ რჩებიან.


 

უცხო კაცთან ურთიერთობა.

 

 


 

 

საკანონმდებლო დონეზე ეს არ არის აკრძალული, თუმცა რეალობაში ეს მკაცრი კანონია, რომლის დარღვევის შემთხვევაში ქალი შესაძლოა დააპატიმრონ კიდეც. ქვეყანაში საზოგადოებრივ ადგილებში არის ცალკეული სექციები ქორწინებაში მყოფ წყვილებისთვის და კაცებისათვის.


 

ქალების გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით.


 

 

 

გადაადგილება შეზღუდულია ქალებისთვის. აკრძალულია სახლის დატოვება ქმრის ან ნათესავის გარეშე. ქალები დამოუკიდებლად არ იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არ აქვთ უფლება საზღვარგარეთ წავიდეთ მამრობითი სქესის მეურვის ნებართვის გარეშე. მაგრამ, კანონების სიმკაცრის მიუხედავად, საუდის არაბეთში მოქმედებს "პატივისცემის კოდექსი", რომლის მიხედვით კაცმა უნდა დაიცვას და ეკონომიურად უზრუნველყოს მისი ოჯახის წევრები.

 

დრეს–კოდი

 

 

 

ქალი ვალდებულია, ეცვას აბაია - შავი კაბა, რომელიც ფარავს სხეულის ყველა ნაწილს, გარდა პირის, ხელების და ტერფებისა. "არასწორი" ტანსაცმლის ჩაცმის შემთხვევაში პოლიციას აქვს უფლება დააპატიმროს ქალი.

 

ქორწინება ნებართვის გარეშე.

 

მამის ან მეურვის თანხმობის გარეშე დაქორწინება ქალისთვის აკრძალულია. თუ ქალს სურს დაქორწინდეს უცხოელზე, მან უნდა მიიღოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობა. ქორწინება სხვა რელიგიის წარმომადგენელზე აკრძალულია.

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker