Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ირლანდია 2018 წელს აბორტების ლეგალიზაციის საკითხზე რეფერენდუმს ჩაატარებს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-09-28

ირლანდიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მომავალ წელს აბორტის ლეგალიზაციის საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება.

 

ირლანდიაში აბორტი კონსტიტუციურად აკრძალულია. კონსტიტუციის მერვე შესწორებით, აბორტის გაკეთება 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

აბორტი ირლანდიაში თითქმის ყოველთვის არაკანონიერი იყო, თუმცა მსგავსი სახით აბორტის შესახებ კანონი 1983 წლის რეფერენდუმის შემდეგ მიიღეს. მაშინ აბორტების აკრძალვას მხარი მოსახლეობის 67 პროცენტმა დაუჭირა. აბორტები აკრძალულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, შესაბამისად, ყოველწლიურად ათასობით ქალი აბორტის გასაკეთებლად ირლანდიის საზღვრებს გარეთ, ძირითადად ინგლისში გადადის.

 

მთავრობამ უკვე შეათანხმა ქვეყნის პარლამენტთან რეფერენდუმის ჩატარების საკითხი, დაახლოებით ცნობილია თარიღიც. რეფერენდუმი აბორტის საკითხზე, დიდი ალბათობით, ივნისში ჩატარდება, რომის პაპის ვიზიტამდე რამდენიმე კვირით ადრე.

 

ირლანდია არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი აბორტის შესახებ კანონმდებლობის გამო. კანონს არაჰუმანურს და დამამცირებელს უწოდებდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის გაეროც.

 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ლეო ვარადკარის განცხადებით, ნებისმიერი კონსტიტუციური ცვლილება მოსახლეობის დიდ ყურადღებას და მაქსიმალურ ჩართულობას მოითხოვს. მისი შეფასებით, მოქმედი კანონმდებლობა ზედმეტად მკაცრია.

 

 

წყარო 

ტეგები: ირლანდია აბორტი რეფერენდუმი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker