Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საქართველოში ქალების უმეტესობას საკუთრება დაკანონებული არ აქვს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-09-26

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში ქონებრივი საკუთრების უფლებაზე გენდერულ ჭრილში გაკეთებულ კვლევას აქვეყნებს.

 

მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ საცხოვრებელი სახლების მფლობელობა 4%ით მეტ კაცს აქვს, იმ ქალების უმრავლესობას კი, რომლებიც სახლებს ფლობენ, ქონება დაკანონებული საერთოდ არ აქვთ (43%).


 

კვლევა, რომელიც საქართველოს გარდა კიდევ 2 ქვეყანაში, მონღოლეთსა და ფილიპინებში ჩატარდა მოიცავს, როგორც სოფლად ასევე ქალაქად მცხოვრებ მოსახლეობას.

 

 

სულ საქართველოში 3160 ოჯახი გამოიკითხა. მათგან 5937 შერეული სქესისა და ოჯახური სტატუსის ადამიანი.

 

 

მონაცემების მიხედვით სასოფლო-სამეურნეო მიწებს 14%ით მეტი კაცი ფლობს, სხვა სახის უძრავ ქონებაზე ფლობის სხვაობა კი სქესთა შორის 5%-ია, აქაც მამაკაცების უპირატესობით.

 

 

საქართველოში ზოგადად დიდია სხვაობა დაკანონებულ და დაუკანონებელ ქონებას შორის, განსაკუთრებით კი ქალებში. საკუთრების მფლობელი  გამოკითხული მამაკაცების 46% აცხადებს, რომ მათ მფლობელობაში მყოფი საცხოვრებელი სახლები დაკანონებულია, საკუთრების მფლობელი ქალების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 33%-ს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების მფლობელი ქალების მხოლოდ 13%ს აქვს ქონება დაკანონებული.

 

 

აზიის განვითარების ბანკის მიერ ჩაარებული კვლევის სამიზნე სამი ქვეყნიდან გენდერული უთანასწორობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მონღოლეთში დაფიქსირდა.

 

 

 

 

ტეგები: საქართველო ქალები საკუთრება აზიის განვითარების ბანკი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker