Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საფრანგეთში შესაძლოა ქუჩებში სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი მიიღონ

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-09-21

საფრანგეთის ხელისუფლება ქუჩებში ქალების მიმართ სექსუალური ხასიათის ჟესტების გამოხატვასა და ქმედებებს დასჯადს გახდის. მათ შორის სტვენას და შეძახილებს. ახალი კანონპროექტის ინიციატორი არის სახელმწიფო მდივანი გენდერული თანასწორობის საკითხებში, მარლენ სკიაპა. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საფრანგეთში ეს საკითხი დღის წესრიგში მას მერე დადგა, რაც გამოკითხვებმა სექსუალური შევიწროების განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ასახა. გამოკითხული ქალებიდან თითქმის ყველა აცხადებს, რომ ერთხელ მაინც ყოფილა ქუჩაში შეძახილის ან უხერხული ქმედების ობიექტი. გარდა ამისა გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ 2015 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში 600 პარიზელი ქალიდან ყველამ დაადასტურა, რომ ისინი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთხელ მაინც გამხდარან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი.

 

 

 

 

სახელმწიფო მდივანი გენდერული თანასწორობის საკითხებში მოადგილე მარლენ სკიაპა ახალ კანონპროექტზე და დამსჯელ ზომებზე 5 დეპუტატთან ერთად მუშაობს. მსგავსი კანონი მოქმედებს პორტუგალიასა და ბელგიაში.

 

 

 

საფრანგეთში 2012 წლიდან ძალაში შევიდა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი, რომელიც  ზემოთ აღნიშნული კანონპროექტისგან განსხვავებით უფრო ფარო სფეროებს მოიცავს, თუმცა ამ მუხლებით მხოლოდ 10 ადამიანია გასამართლებული. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქალების სექსუალური შევიწროების წინააღმდგე ბრძოლა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ერთ-ერთი წინასაარჩევნო მოწოდებაც იყო.

 

 

 

ტეგები: საფრანგეთი ქუჩები ქალები სექსუალური შევიწროება კანონი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker