Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ასე გამოიყურებოდნენ მსოფლიოში ცნობილი ქალები სკოლის პირველ დღეს

სოფო დათიშვილი
კატეგორია: ექსკლუზივი 
2017-09-15

ქალები, რომლებმაც მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალეს და უამრავი ადამიანის ინსპირაციის წყაროდ იქცნენ, დიდი ხნის წინ პირველად წავიდნენ სკოლაში. მათმა უმრავლესობამ საკუთარი პროფესიონალიზმისა და განათლების წყალობით შეაყვარა საზოგადოებას თავი. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც სწორედ სკოლაში პირველად წასვლით შექმნეს ისტორია.  გთავაზებოთ ფოტოებს რამდენიმე გამოჩენილი ქალის პირადი არქივიდან, თემაზე „პირველი დღე სკოლაში’.

 

 

 

 

რუბი ბრიჯესი

 

 

 

 

რუბი ბრიჯესის ამბავს დღეს აშშ-ს სკოლაში ისტორიის გაკვეთილზე უამბობენ მოსწავლეებს. ის იყო პირველი აფროამერიკელი გოგონა რომელიც ნიუ ორლეანის თეთრკანიანთა სკოლაში მივიდა, 1960 წლის 14 ნოემბერს. 6 წლის გოგონამ გასაოცარი სიმამაცით გაიარა საპროტეტსო აქცია ეზოში. ეს ფაქტი მაშინ სკოლის მასწავლებლებისა და მშობლებისთვის სრულიად მიუღებელი იყო. მათ შენობა ბავშვებთან ერთად პროტესტის ნიშნად დატოვეს. ვითარება იმდენად არაკონტროლირებადი გახდა რომ პატარა რუბი სკოლაში პოლიციამ შეაცილა. იმ დღეს გოგონას გაკვეთილები არ ჩატარებია, თუმცა ის იყო პირველი ფერადკანიანი ბავშვი რომელმაც თეთრკანიანი ამერიკელების გვერდით დაიწყო სწავლა.  წლების მერე რუბი ბრიჯესი იხსენებს: „გოგონამ რომელიც ამ ფოტოზეა გამოსახული არაფერი იცოდა რასიზმის შესახებ. ის იმ დღეს უბრალოდ სკოლაში მიდიოდა. გაკვეთილი რომელიც მაშინ ცარიელ  შენობაში მივიღე, იყო შემდეგი: ადამიანები  არ ვიბადებით ვინმეს მიმართ სიძულვილით. ეს გრძნობა ჩვენ გადმოგვეცემა“.


 

დაიანა სპენსერი 

 

 

 

ეს არის დაიანა ფრენსის სპენსერი, რომელსაც ხალხმა ლედი დი, გულების პრინცესა უწოდა. მან სწავლა ნორფოლკში რიდლსუორთჰოლის სკოლა პანსიონში დაიწყო. გოგონა სკოლაში სხვა კლასელებთან შედარებით ღარიბ მოსწავლედ ითვლებოდა. მომავალი პრინცესა 16 წლის იყო როცა პრინც ჩარლზს პირველად შეხვდა. აღსანიშნავია რომ იმ დროს ჩარლზი დაიანას უფროს დას, სარას ხვდებოდა.


მალალა იუსაფზაი

 

 

 

ეს პაკისტანელი აქტივისტის, ბლოგერისა და ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურიატის, მალალა იუსაფზაის სკოლის ფოტოა. გოგონა პაკისტანში სვატის პროვინციაში დადიოდა სკოლაში, სადაც მამა მუშაობდა. ის აქტიურად იცავდა გოგოების უფლებებს განათლებაზე, რის გამოც ტერორისტული დაჯგუფება თალიბანის სამიზნე გახდა. მე-9 კლასის მოსწავლეზე ტერორისტებმა თავდასხმა სკოლის ავტობუსში განახორციელეს. მაშინ მალალა მძიმედ თავის არეში დაიჭრა. ხანგრძლივი მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ ოჯახით დიდ ბრიტანეთში გადავიდა. სწორედ იქ დაამთავრა მან სკოლა და წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩააბარა.

 


ასტრიდ ლინდგრენი

 

 

 

ოტოზე მარჯვნივ უკანა ფონზე მდგარი გოგონა, რომელსაც ხელი აქვს აწეული შვედი მწერალი ასტრიდ ლინდგრენია. მან სკოლა პირველი მსოფლიო ომის დროს 1914 წელს დაიწყო. როგორც თავად იხსენებდა ერთი სული ჰქონდა სკოლაში წასულიყო, რადგან მისი უფროსი ძმა უკვე სწავლით იყო დაკავებული და სახლში ვერავის  ეთამაშებოდა.  პეპი გრძელიწინდას, სახურავის ბინადარი კარლსონის, ბიულერბიუელი ბავშვებისა და მრავალი საბავშვო წიგნის ავტორს ძალიან უყვარდა კითხვა. როგორც თავად ამბობდა ბავშვობა წიგნების გარეშე ბავშვობა არ არის, რადგნა სწორედ წიგნებში იმალება განსაკუთრებული მხიარულება.


კოკო შანელი

 

 

 

გოგონა ყვავილებით ხელში 20-ე საუკუნის ყველაზე გემოვნებიანი ქალბატონია, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში ეპოქა შექმნა. ეს გაბრიელ ბონერ შანელი ანუ იგივე კოკო შანელია. მან  ბავშობის ძირითადი ნაწილი ბავშვთა სახლში გაატარა, რადგან დედით ობოლი გოგონას აღზრდაზე მამამ უარი თქვა. ცნობილია რომ სწორედ ბავშვთა სახლში დაიწყო მან კერვის შესწავლა, რამაც გოგონას მომავალი პროფესიაც განაპირობა.


ანა ფრანკი

 

 

 

გოგონა რომელიც სამუდამოდ ბავშვი დარჩა - ცნობილი ბიოგრაფიული ბესტსელერის ავტორი ანა ფრანკი. სანამ ჰიტლერის ოკუპაციას ოჯახთან ერთად დაემალებოდა, ებრაელი გოგონა ქალაქ ამსტერდამის მონტესორის სკოლაში სწავლობდა. ამბობენ რომ ლიტერატურა და ესეების წერა მას ყოველთვის განსაკუთრებით ეხერხებოდა.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker