Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ასე გამოიყურება Apple-ს emoji - მეძუძური დედა

სოფიო დათიშვილი
კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-09-14

მას მერე რაც კომპანია Apple-მა ორი ახალი iPhone წარუდგინა მსოფლიოს, უფრო გაიზარდა იდეოგრამებისა და ემოციების, ანუ იგივე emoji-ს როლი ყოველდღიურ კომუნიკაციაში, რადგან iPhone 8  და iPhone X მათი ამოძრავებისა და ამეტყველების საშუალებას იძლევა. სწორედ ამ სიახლის ფონზე Apple წლის ბოლომდე emoji ბაზას მეძუძური დედის გამოსახულებას დაამატებს. 

 

სიახლე რომელიც კომპლექსურად განხორციელდა, ოპერაციულ სისტემებში წლის ბოლომდე ჩაეშვება. ის 50 ახალ emoji-სთან ერთად დაემატება სიას, რომლითაც მომხმარებელი ნაწილობრივ უკვე სარგებლობს. 

 

 

 

 

კომპანიის მიზანი იყო ამ ეტაპზე ყურადღება გაემახვილებინა თანასწორობაზე. სწორედ ამიტომ ოპერაციული სისტემის განახლებისას ყველა პროფესიის emoji-ს ორივე სქესის წარმომადგენლი დაემატა.  

 

iOS 10-ში უკვე ხელმისაწვდომია მარტოხელა დედის, ჰიჯაბიანი და ორსული ქალების emoji-ც. გარდა ამისა შესაძლებელია ქალი ასტრონავტის, სერფერის, ველოსიპედისტის და სხვა იდეოგრამების გამოყენებაც.   

 

iPhone -მ განაცხადა რომ აქტიურად მუშაობს უნიკოდ კონსორციუმთან რათა პოპულარული emoji-ელემენტები სრულად ასახავდეს მსოფლიოს მოსახლეობასა და მათი ინტერესების მრავალფეროვნებას.

 

აღსანიშნავია, რომ ძუძუთი კვების წახალისება ბოლო პერიოდში UNICEF-ისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრიორიტეტული მიმართულებაცაა. მათი ერთობლივი კვლევის მიხედვით საჭირო სტანდარტებს დღეს მსოფლიო ვერ აკმაყოფილებს, ამის ერთ-ერთ მიზეზად კი სახელდება ის რომ ხშირად ძუძუთი კვებას საზოგადოებაში უხერხულობა ახლავს.  

 

ტეგები: iPhone 8, iPhone X, Apple, გენდერული თანასწორობა,

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker