Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გენდერული კვოტირების კანონპროექტი კიდევ ერთ კომიტეტში გავიდა

კატეგორია: ექსკლუზივი 
2017-09-13

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის ინიციატივას, პარლამენტის  რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. განხილვამ ცხარე დებატების ფონზე ჩაიარა და საბოლოოდ კანონპროექტმა 6 მომხრე მოიპოვა.

 

კანონპროექტის მიზანია, პოლიტიკური პარტიებისათვის სავალდებულო გენდერული კვოტირების დროებითი ნორმის შეტანის გზით, წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული ბალანსის გაუმჯობესება.

 

ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" წევრის, დეპუტატ ემზარ კვიციანის თქმით, საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების თაობაზე ვალდებულება არ უნდა იყოს. კვიციანის განცხადებით, საქართველოში ქალები შეზღუდული არ არიან, რომ პოლიტიკაში მოვიდნენ.

 

"ქალბატონები აკეთებთ იმას, რაც გინდათ. დამოკიდებულება, რომ გინდა თუ არა პარტიაში 50 პროცენტი ქალი უნდა გყავდეს, ასე არ უნდა იყოს. პრინციპულად ვეთანხმები იმას, რომ ქალებს თავისუფლება ჰქონდეთ და პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ეს დაძალება არ უნდა იყოს. ჩვენს პარტიას სურს, რომ კონსტიტუციაში ჩანაწერი იყოს, არჩევნებზე მისვლა სავალდებულო გახდეს და თურმე, ეს იმის გამო არ შეიძლება, რომ ეს დაძალებაა. შესაძლებელია, რომ ზარმაცი ადამიანი იძულებით გამოიყვანო, რათა არჩევნების გაყალბება არ მოხდეს, მაგრამ ეს არ შეიძლება და ის შეიძლება, რომ პარტიაში ქალი იძულებით მოგაყვანინონ?! - საქართველოში 240 პარტიაა და პარტიული სია 150 ადამიანით დაკომპლექტებული რომ იყოს, სადაც ნახევარი ქალი იქნება, ბავშვებს ვინ გაზრდის?! არიან ქალები, რომლებიც ბავშვებს ზრდიან და ოჯახს უფრო უვლიან, მაგრამ არიან ქალები, რომელთაც პოლიტიკაში ყოფნა ურჩევნიათ“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

 

კანონპროექტი გარდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის,  რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტებისა უნდა განიხილონ იურიდიული კომიტეტის სხდომაზეც.

 

არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შემდგარმა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა (Task Force) საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი 12 ივნისს შეიტანა, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს მასშტაბით 37 455 ამომრჩეველი. ის გულისხმობს დროებითი ზომების მიღებას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად.

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

ხვალ გლობალური ბიზნეს ფორუმი გაიმართება

პროექტის „ასე უფრო მარტივია“ - შემაჯამებელი შეხვედრა

გენდერული კვოტირების შესახებ ახალ კანონპროექტს 37 455 ამომრჩეველი აწერს ხელს

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილმა გენდერული კვოტირების კანონპროექტზე კომენტარი გააკეთა

თბილიში რესპუბლიკელების წარდგენილი კანდიდატებიდან ქალი 40%ია

გაეროში გენდერული თანასწორობის სტრატეგიის განხორციელება იწყება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

მონობაში მყოფ ადამიანთა შორის ქალები და გოგონები უმრავლესობას შეადგენენ

დიდ ბრიტანეთში უკრაინელების მონად გაყიდვას აპირებდნენ

ადამიანის ვაჭრობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker