Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ჯასტინ ტრიუდო მსოფლიო ქალთა სამიტზე გამოვიდა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-09-12

კანადაში მსოფლიო ქალების სამიტი პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ გახსნა. ტრიუდომ, რომელიც ფემინისტ პოლიტიკოსადაა ცნობილი, ყურადღება გაამახვილა რიგ საკითხებზე, მათ შორის ძალაუფლების სტრუქტურაზე კანადასა და აშშ-ში, მამის როლზე მის აღზრდაში და საკუთარ ცოლზეც კი.

 

ტრიუდომ პოლიტიკაში ქალების ჩართულობასა და მათ მაღალ პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი. მან გაიხსენა ის კრიტიკა, რომელიც მას გენდერულად დაბალანსებული კაბინეტის შექმნისას ჰქონდა. მაშინ ოპონენტები ამტკიცებნენ, რომ მინისტრები სქესის ნაცვლად პროფესიონალიზმით უნდა შეერჩია, თუმცა მას მერე რაც კანდიდატთა სახელები გახდა ცნობილი, კრიტიკა შეწყდა.

 

 

 

 

მისი თქმით დღეს კანადასა და აშშ-ში მამაკაცები ჭარბობენ, როგორც ბიზნესში ასევე პოლიტიკაში, გენდერული ბალანსის მიღწევა კი ორივე ქვეყნისთვის ისევ გამოწვევაა. „თუ გვსურს ქალების დაწინაურება, რა თქმა უნდა, ზოგიერთი კაცი დაკარგავს ძალაუფლებას, რომელიც მას უსამართლოდ აქვთ მისაკუთრებული. ფემინიზმსა და თანასწორობაში კაცებმა უმნიშვნელოვანესი როლი უნდა ითამაშონ, რადგან მოგვწონს თუ არა ეს, ჩვენ გვაქვს უსამართლოდ მონიჭებული ძალაუფლება, რომელიც უნდა გამოვიყენოთ თანასწორობის სასარგებლოდ“ - განაცხადა ტრიუდომ.

 

 

პრემიერ მინისტრმა ხუმრობით ისიც აღიარა, რომ მისი მეუღლე დღეს სახლში უფრო მეტ საქმეს აკეთებს ვიდრე ის თავად, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ის აქტიურად არის ჩართული შვილების აღზრდაში და რომ ეს საბედნიეროდ თანამედროვე მამების ტენდენციადაც იქცა კანადაში.

 

 

 

 

 

სამიტის მოდერატორმა ჟურნალისტმა თინა ბრაუნმა ტრიუდოს ჰკითხა  შვილების აღზრდის მიზნით სამსახურს თუ დაანებებდა თავს, რაზეც პრემიერმა უპასუხა, რომ ამჟამინდელ სამსახურზე უარს მაინც არ იტყოდა.

წყარო 

ტეგები: ჯასტინ ტრიუდო მსოფლიო ქალთა სამიტი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საკონსულტაციო შეხვედრა მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცე

პრობლემების იდენტიფიცირება სიღნაღის მუნიციპალიტეტში

გენდერული თანასწორობა თბილისის მუნიციპალიტეტში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინდოეთში დედა ტერეზას საქველმოქმედო დაწესებულებას ბავშვებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით 2 პირი დააკავა

თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker