Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ირანელმა ჰაკერებმა გენდერული თანასწორობის მოთხოვნით სტადიონის ვებ გვერდი გატეხეს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-09-08

ირანში არსებული გენდერული უთანასწორობა, როგორც აღმოჩნდა ჰაკერებსაც აწუხებთ. უსამართლო აკრძალვასთან ბრძოლის მიზნით მათ სირია-ირანის მატჩის წინ ბილეთების შეძენისთვის განკუთვნილი ვებ გვერდი გატეხეს. კიბერ შეტევის მიზანი მატჩზე ქალების დაშვებ იყო რადგან ირანში მამაკაცების ფეხბურთზე ქალ გულშემატკივარს არ უშვებენ.

 

‘მიეცით ირანელ ქალებს სტადიონებზე შესვლის უფლება“ - ასეთი წარწერა ხვდებოდათ ფეხბურთის გულშემატკივრებს რამდენიმე საათის განმავლობაში, როცა აზადის სტადიონის ვებ გვერდზე შედიოდნენ. ჰაკერებმა ბილეთების გაყიდვის პრონციპიც შეცვალეს და გარკვეული პერიოდი ქალებისთვსი დასაშვები გახადეს ბილეთების ონლაინ შეძენა.

 

მას მერე რაც ადმინისტრაციამ კიბერ შეტევა მოიგერია, გაავრცელა განცხადება რომ ქალი გულშემატკივრის ბილეთებს უკან გამოისყიდიდა, თუმცა ბილეთების ნაწილი ქალმა მფლობელებმა მაინც დაიტოვეს. მიუხედავად ამისა მატჩის დღეს სტადიონზე არც ერთი ირანელი ქალი არ შეუშვეს. მატჩს მხოლოდ სირიელი ქალი გულშემატკივარი ესწრებოდა, რადგან სქესის მიხედვით დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ირანელებზე ვრცელდება.

 

ამ ფაქტმა ფემინისტი აქტივისტების უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებმაც სტადიონის გარეთ აქციაც მოაწყვეს. ასევე პროტესტი გამოხატა საკანონმდებლო ორგანოს ქალმა დეპუტატი ფარვანე სალაშურიმაც. სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებით მატჩზე დასწრების უფლება მხოლოდ დეპუტატ ქალებს მისცეს, სალაშურიმ კი მიწვევას უარით უპასუხა. მისი თქმით, როცა ქვეყანაში ფეხბურთის გულშემატკივარ ქალებს უხდებათ კაცის ტანსაცმელში გადაცმულები შეიპარონ სტადიონზე, მას მორალური უფლება არ აქვს, რომ ამ პრივილეგიით ისარგებლოს.

ტეგები: ირანი ქალები ფეხბურთი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker