Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მსახიობი ქალები, რომლებმაც დაიბრუნეს უფლება მიიღონ თანაბარი ანაზღაურება

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2017-09-07

ქალებს, რომლებიც გადაწყვიტეს კარიერის შექმნა კინოინდუსტრიაში, ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა უწევთ. ამ გზაზე ქალი მსახიობები ეჯახებიან მრავალ აბსურდულ მოთხოვნებს (მაგალითად იმას, რომ  უნდა გამოიყურებოდნენ მუდმივად ახალგაზრდულად). 40 წელს გადაცილებულ მსახიობებს, ისეთებსაც კი როგორებიც არიან მერილ სტრიპი, სიუზან სარანდონი და სხვა ვარსკვლავები,  მუდმივად უწევთ თავისი პროფესიული შესაძლებლობების დამტკიცება, რადგან კინოინდუსტრია მათ სულ უფრო და უფრო ნაკლებ საინტერესო როლებს სთავაზობს.

 

 

თუმცა, პრობლემები ამით არ შემოიფარგლება. მას შემდეგ, რაც გახდა ცნობილი Sony Pictures- ის თანამშრომლებს შორის კორესპონდენციის დეტალები, მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ჰოლივუდში ქალ მსახიობებს უფრო ნაკლებ ჰონორარებს უხდიან, ვიდრე მათ კოლეგა კაცებს. ბევრმა მსახიობმა ქალმა არ მოინდომა ამ სიტუაციასთან შეგუება და მიზანსაც მიაღწია.

 

ქალი მასახიობები, რომლებსაც არ შეეშინდათ უსამართლობის წინააღმდეგ აემაღლა ხმა.

 

 

ნატალი პორტმანი

 

 

 

 

 

ერთ–ერთი ბრიტანული გამოცემისათვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა განაცხად, რომ 2011 წელს, ფილმისთვის "სექსზე უფრო მეტი" მან სამჯერ ნაკლები ჰონორარი მიიღო ვიდრე მისმა პარტნიორმა ეშტონ კაჩერმა და ამ ფაქტს იმით ამართლებდნენ, რომ პორტმანთან შედარებით კაჩერი უფრო მაღალი რეიტინგის მქონე მსახიობია. პორტმანის განცხადებით, თუ სხვა სფეროებში ქალები მამაკაცებზე 20% -ზე ნაკლებ ანაზღაურებას ღებულობენ, კინოინდუსტრიაში ეს განსხვავება 80% -ს აღწევს.

 

 

ჯენიფერ ლოურენსი

 

 

 

 

ჯენიფერ ლოურენსმა აღმოაჩინა, რომ მან და ემი ადამსმა ფილმისთვის „ამერიკული აფიორა”  გაცილებით ნაკლები ჰონორარები მიიღეს, ვიდრე ქრისტიან ბეილმა, ბრედლი კუპერმა და ჯერემი რენერმა ამავე ფილმში მანაწილეობისათვის. მსახიობმა გაანალიზა სიტუაცია და გულახდილად განაცხადა, რომ ბევრ ქალს ეშინია დიდი ანაზღაურება მოითხოვოს, რადგან მათ არ სურთ, რომ თავიანთ საქმიანობაში "გაფუჭებული" ან "რთული ხასიათის" მსახიობის იმიჯი შეექმნათ.

 

 

 

 

 

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 2016 წელს ლოურენსი მეორედ აღიარეს ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად ჰოლივუდში, უნდა გავაკეთოდ დასკვნა, რომ მან ისწავლა, როგორ მოითხოვოს სამართლიანი ანაზღაურება.


 

პატრიცია არკეტი

 

 

 

2015 წელს ფილმ "ბავშვობის" ვარსკვლავმა საკმაოდ თამამი ნაბიჯი გადადგა და საკუთარი გამოსვლა ოსკარების ცერემონიაზე უხერხულ თემას, გენდერულ უთანასწორობას მიუძღვნა. "მივმართავ თითოეულ ქალს, რომელმაც ბავში გააჩინა, გადასახადების გადამხდელს და ამ ქვეყნის მოქალაქეებს: ჩვენ სხვების თანაბარი უფლებებისთვის ვიბრძოდით. ახლა კი მოვიდა დრო იმისა, რომ მივაღწიოთ ყველასთვის თანაბარ ანაზღაურებას და ქალებისთვის თანაბარ უფლებებს ".

 

 

 

 

 

 

მიუხედავად იმისა, რომ არკეტის თქმით, გამოსვლის შემდეგ მას ბევრად ნაკლებ ფილმში პატიჟებენ სათამაშოდ, მსახიობმა მოახერხა ფართო საზოგადოების ყურადღების მოპყრობა უთანასწორო ხელფასების პრობლემაზე. არკეტის გამოსვლას მხარი მერილ სტრიპმა, ჯენიფერ ლოპესმა და შარლიზ ტერონმა დაუჭირა. ამჟამად მსახიობი არა მხოლოდ ფილმებში მონაწილეობს, არამედ აქტიურად კურირებს ქალი სცენარისტების ორგანიზაციას და შრომითი ბაზრის რეგულირების სამთავრობო განხილვებში იღებს მონაწილეობას.                                                                                                                                                           

 

 

შარლიზ ტერონი

 

 

 

 

ფილმ "ფიფქია და მონადირის" სიქველის გადარების სამზადისში შარლიზ ტერონმა აღმოაჩინა, რომ პროდიუსერებმა გაცილებით მეტი ჰონორარი შესთავაზეს მის პარტნიორს კრის ჰემსვორტს. მსახიობი ქალი არ შეუშინდა უარყოფით რეაქციებს და სტუდია აიძულა შეეცვალა კონტრაქტის პირობები. საბოლოოდ კი ფილმში 10 მილიონ დოლარზე მეტი ჰონორარი აიღო. თავის ინტერვიუში და ასევე კინო პრემიის გადაცემის ცერემონიალზე შარლიზ ტერონმა არაერთხელ ისაუბრა ქალების ძალასა და ჰოლივუდში არსებულ ორმაგ სტანდარტებზე. "ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში სადაც სტერეოტიპი არსებობს, რომ ქალები ასაკის მატებასთან ერთად ფუჭდებიან, კაცები კი კარგ ღვინოს ჰგვანან, ასაკთან ერთად უკეთესი ხდებიან. ქალები ამ აქსიომას იღებდნენ და მათთან ერთად ცხოვრობდნენ. ჩვენ საზოგადოებისგან ველოდით რომ ის შეიცვლიდა შეხედულებას, თუმცა ახლა უკვე შეგვიძლია თავად მოვახდინოთ ცვლილებები" - განაცხადა მსახიობმა ბრიტანულ GQ-სთან ინტერვიუში და რთულია მას არ დავეთანხმოთ.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს

ხვალ გლობალური ბიზნეს ფორუმი გაიმართება

პროექტის „ასე უფრო მარტივია“ - შემაჯამებელი შეხვედრა

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

კახა კალაძემ თბილისის მერიის სამსახურების ახალი უფროსები წარადგინა

ერთი ქალი და ცხრა მამაკაცი-კახა კალაძემ თბილისის გამგებლები წარადგინა

დორის ლოითჰარდი– შვეიცარიის პრეზიდენტი ქალი

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა კიბერსექსუალური ტრეფიკინგი - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დანაშაულებრივი ქმედებაა მსოფლიოში

სტამბულში მყიდველებმა Zara-ს ტანსაცმელში საჩივრები იპოვეს

მონობაში მყოფ ადამიანთა შორის ქალები და გოგონები უმრავლესობას შეადგენენ

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker