Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ცხრა-ნახევარი თვე კოსმოსში – ასტრონავტი პეგი უიტსონი რეკორდსმენია

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-09-06

საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან მსოფლიოს დაუბრუნდა 52-ე ექსპედიცია.  ასტრონოტები პეგი უიტსონი, ჯეკ ფიშერი  და 52-ე ექსპედიციის ხელმძღვანელი ფიოდორ იურჩიხინი ყაზახეთში დაეშვნენ.

 

 

ასტრონავტი პეგი უიტსონი დედამიწაზე დაბრუნდა. ორბიტაზე ასე დიდხანს არც ერთი ქალი არ ყოფილა. საერთო ჯამში კოსმოსში გატარებული დღეების რაოდენობით (665 დღე) კი მან გადაუსწრო, როგორც ქალებს ასევე კაც ასტრონავტებსაც.

 

 

 

 

 

 

 

 


იურჩიხინი და ფიშერი ორბიტაზე 136 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ხოლო პეგი ვიტსონმა კოსმოსში 289 დღე გაატარა. ის პროფესიით ბიოქიმიკოსია და პირველი კოსმოსური მისია 2002 წელს განახორციელა.


მისი პირველი ექსპედიციის დროს, რომელიც ექვსი თვე გაგრძელდა, უიტსონი არა მარტო სამეცნიერო კვლევებში იყო ჩართული, არამედ ღია კოსმოსში ოთხ ნახევარი საათი გავიდა. მეორედ ორბიტაზე 2007 გაფრინდა, ექსპედიციის ხელმძღვანელის სტატუსით და ორბიტალური სადგურის პირველი ქალი მეთაური გახდა.

ფრენის ბოლოს, NASA-ს ასტრონავტებს შორის უიტსონი კიდევ ერთი მიზეზით გახდა რეკორდსმენი. მან ღია კოსმოსში 39 საათი და 46 წუთი გაატარა.
მესამე ექსპედიციაში პეგი უიტსონი 2016 წლის ნოემბერში გაემგზავრა და ორბიტაზე წელიწადნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა. 2017 წელს, უიტსონი კვლავ ხელმძღვანელობდა ეკიპაჟს და კოსმოსში ყოფნის ახალი რეკორდი დაამყარა.

2017 წლის 9 თებერვალს რეკორდსმენი ასტრონავტი 57 წლის გახდა. მას უყვარს კალათბურთი, წყლის თხილამურები და ველოსიპედი. ახლა მას კვლავ ექნება შესაძლებლობა საყვარელი საქმიანობით დაკავდეს. "პირველი, რასაც გავაკეთებ, როცა დავბრუნდები არის  ჩვეულებრივ ტუალეტში შესვლა, სადაც შეიძლება ჩვეულებრივ ჩამორეცხო წყალი. უბრალოდ ნუ მეკითხებით რატომ. მერწმუნეთ, თქვენ არ მოგინდებათ დეტალების გაგება“ – განაცხადა უიტსონმა სახლში დაბრუნებისას.

ტეგები: ასტრონავტი პეგი უიტსონი რეკორდი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს

ხვალ გლობალური ბიზნეს ფორუმი გაიმართება

პროექტის „ასე უფრო მარტივია“ - შემაჯამებელი შეხვედრა

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

კახა კალაძემ თბილისის მერიის სამსახურების ახალი უფროსები წარადგინა

ერთი ქალი და ცხრა მამაკაცი-კახა კალაძემ თბილისის გამგებლები წარადგინა

დორის ლოითჰარდი– შვეიცარიის პრეზიდენტი ქალი

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა კიბერსექსუალური ტრეფიკინგი - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დანაშაულებრივი ქმედებაა მსოფლიოში

სტამბულში მყიდველებმა Zara-ს ტანსაცმელში საჩივრები იპოვეს

მონობაში მყოფ ადამიანთა შორის ქალები და გოგონები უმრავლესობას შეადგენენ

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker