Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ცხრა საოცარი რამ, რაც ქალებმა გამოიგონეს

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2017-09-05

მათი სახელები შესაძლოა არაფერს მოგაგონებთ, მაგრამ ეს არიან ქალები, რომლებიც დგანან ჩვენთვის ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთების, გამოგონებისა და გრანდიოზული სამეცნიერო აღმოჩენების უკან .

 

 

 

 

 

 

 

პროგრამული უზრუნველყოფა - გრეის ჰოპერი

 

 

 

 

მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის საზღვაო ფლოტის ოფიცერმა და პროგრამისტმა, გრეის ჰოპერმა, მეტსახელად "საოცარმა გრეისმა", დიწყო მუშაობა ახალი კომპიუტერის Mark I-ის შექმნაზე.  საკმაოდ მოკლე დროში ჰოპერი გახდა კომპიუტერული პროგრამების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. 1951 წელს მან შექმნა პირველი კომპილატორი , პროგრამა, რომელიც ადამიანისთვის გასაგებ სიმბოლურ ენაზე დაწერილ პროგრამას თარგმნიდა მანქანურ ენაზე. კომპილატორი საგრძნობლად აადვილებდა პროგრამირების პროცესს. ჰოპერი მთელი ცხოვრება მუშაობდა კომპიუტერების დახვეწაზე. ის იყო შშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების ყველაზე აქტიური თანამშრომელი, სანამ 79 წლის ასაკში პენსიაზე არ გავიდა.

 

 

შირლი ენ ჯექსონი

 

 

 

დოქტორი შირლი ენ ჯექსონი ამერიკელი ფიზიკოსია, რომლის ნაშრომებსაც 1970-ან წლებში ორი სატელეფონო მომსახურების გამოგონება მოჰყვა: ტელეფონის ნომრის იდენტიფიკაციის სისტემისა და საუბრის პროცესში ახალი შემავალი ზარის შეტყობინების. მის ინოვაციურ აღმოჩენებს სატელეკომუნიკაციო სფეროში მოჰყვა პორტატიული ფაქს– მოდემის, ოპტიკური ბოჭკოსა და მზის პანელების გამოგონება.

 

 

შირლი ჯექსონი გახდა პირველი აფრო– ამერიკელი, რომელმაც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სამეცნიერო ხარისხი მიიღო და ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ წამყვან სამეცნიერო–კვლევით უნივერსიტეტს.

 

 

მერი ანდერსონი

 

 

 

მერის ვენახების რანჩო ჰქონდა კალიფორნიაში, იგი 1902 წელს ნიუ-იორკში საქმიან შეხვედრაზე ჩამოვიდა.დიდთოვლობის გამო მგზავრობის დროს მძღოლი წამდაუწუმ აჩერებდა ტრამვაის და შუშებს წმენდდა, რის გამოც შეხვედრაზე დააგვიანდა.


სახლში დაბრუნებულმა მერიმ მექანიკოსთან ერთად შექმნა მოწყობილობა ე.წ. ფანჯრების საწმენდი.ეს იყო მოძრავი ბერკეტი აღჭურვილი ზამბარით და რეზინის დანებით.


მერიმ თავის გამოგონება დააპატენტა, ხოლო 1922 წელს კომპანია "კადილაკმა" პირველად გამოიყენა ავტომობილებზე მინების საწმენდი, რომელიც დღეს ნებისმიერი ავტომობილის უცილობელი ატრიბუტია.


გამოგონებისათვის, რომელიც მოგვიანებით ყველა მანქანის განუყოფელი ნაწილი გახდა, ანდერსონმა მოგება ვერ ნახა.


 

ოლგა გონსალეს-სანაბრია

 

ალბათ ამ  გამოგონებას ჩვენ სიაში არ შეიძლება ეწოდოს ფართოდ გამოყენებადი, თუმცა წყალბადის-ნიკელის ბატარეა იმსახურებს ჩვენ ყურადღებას, მხოლოდ იმიტომ, რომ მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა  როგორც ენერგორესურსმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. მისი შექმნა შესაძლებელი გახდა პუერტორიკოლი მეცნიერის ოლგა გონსალეს-სანაბრიას კვლევის წყალობით, რომელმაც 1980-იან წლებში შეიმუშავა ელექტრო მომარაგების სისტემები. ის ამჟამად ხელმძღვანელობს NASA- ს კვლევითი ცენტრის საინჟინრო განყოფილებას.

 

 

ჯოზეფინ კოკრეინი

 

 

 

ჯოზეფინ კოკრეინს უყვარდა მდიდრული საღამოების მოწყობა საკუთარ სახლში და ოცნებობდა მოწყობილობაზე, რომელიც უფრო სწრაფად და სუფთად გარეცხავდა ჭურჭელს, ვიდრე მისი მსახურები. კოკრეინმა გამოიგონა და დაამზადა პირველი ავტომატური ჭურჭლის სარეცხი მანქანა წყლის წნევის გამოყენებით.

 

 

კოკრეინის მეუღლე იყო ალკოჰოლიკი და სიკვდილის შემდეგ მას მხოლოდ ვალები დაუტოვა. ამ ფაქტმა აიძულა ქვრივი 1886 წელს მიეღო ჭურჭლის სარეცხი მანქანის პატენტი და საკუთარი წარმოება გაეხსნა.

 

 

მერი ვან ბრიტან ბრაუნი

 

მედდას, რომელსაც ხშირად უწევდა ღამის თევა, მოუვიდა იდეა შეექმნა მოწყობილობა სახლის დაცვისთვის, რათა შეენარჩუნებინა სიმშვიდე. მერიმ და მისმა მეუღლემ ალბერტმა შექმნეს პირველი მოწყობილობა სახლის უსაფრთხოებისთვის. ეს იყო მექანიზმი კომპლექსური და გადატვირთული დეტალებით, რომელსაც დღეს სიგნალიზაციის სახელით ვიცნობთ.

 

ენ ცუკამოტო

 

1991 წელს ენმა მიიღო პატენტი ღეროვანი უჯრედების გამოყვანის ტექნოლოგიაზე. მისი გამოგონება დაეხმარება მეცნიერებს კიბოს წამლის აღმოჩენაში. დღეს, ცუკამოტოს უკვე შვიდი პატენტი აქვს და იგი განაგრძობს ღეროვანი უჯრედების ზრდის შესწავლას.

 

 

სტეფანი კვოლეკი

 

 

პოლონური წარმოშობის ამერიკელმა ქიმიკოსმა ახალი ბოჭკოვანი მასალა - კევლარი შექმნა. როდესაც მისი ტესტირება მოახდინეს, კვოლეკს ეგონა  რომ აპარატურამ აურია. როგორც აღმოჩნდა კევლარი 5-ჯერ უფრო გამძლე ქსოვილი იყო, ვიდრე ფოლადი. ამჟამად კევლარი გამოიყენება საბურავებში, ავიაციასა და გემთმშენებლობაში, თუმცა ყველაზე აქტიურად მისი გამოყენება ჯავშანჟილეტებში ხდება.

 

 

ელიზაბეტ მეგი

 

 

"მონოპოლია"  მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სამაგიდო თამაშია და მისი გამომგონებელი ჩარლზ დეროუა, თუმცა სინამდვილეში თამაშის წესები ამერიკელ ელიზაბეტ მეგის ეკუთვნის. 1904 წელს მეგიმ მიიღო პატენტი თამაშზე. "მონოპოლია" მისი ამჟამინდელი ფორმით პირველად 1935 წელს კომპანია ძმები პარკერების მიერ იყო გამოშვებული. ამგვარად, დეროუ არ იყო ერთადერთი გამომგანებელი. მან ელიზაბეტ მეგისგან შეიძინა პატენტი 500 დოლარად და ამ გზით გახდა ცნობილი თამაშის "მონოპოლისტი".

 

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს

ხვალ გლობალური ბიზნეს ფორუმი გაიმართება

პროექტის „ასე უფრო მარტივია“ - შემაჯამებელი შეხვედრა

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

კახა კალაძემ თბილისის მერიის სამსახურების ახალი უფროსები წარადგინა

ერთი ქალი და ცხრა მამაკაცი-კახა კალაძემ თბილისის გამგებლები წარადგინა

დორის ლოითჰარდი– შვეიცარიის პრეზიდენტი ქალი

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა კიბერსექსუალური ტრეფიკინგი - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დანაშაულებრივი ქმედებაა მსოფლიოში

სტამბულში მყიდველებმა Zara-ს ტანსაცმელში საჩივრები იპოვეს

მონობაში მყოფ ადამიანთა შორის ქალები და გოგონები უმრავლესობას შეადგენენ

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker