Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ტაილანდში 91 წლის ქალმა ბაკალავრის დიპლომი აიღო

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2017-08-10

ტაილანდელმა ქალმა, კიმლან ჯანაკულმა, თავისი პირველი უნივერსიტეტის დიპლომი 91 წლის ასაკში აიღო. ბაკალავრის დიპლომის აღება მისი ახალგაზრდობის დროინდელი ოცნება იყო, რომელიც რეალობად აქცია.

 

 

91 წლის კურსდამტავრებული ტაილანდის ერთ-ერთ პროვინციაში გაიზარდა. იქვე წარჩინებით დაამთავრა სკოლა, რის შემდეგაც ოჯახი ბანგკოკში გადავიდა და გოგონა დააქორწინეს. სწორედ ამის გამო კიმლან ჯანაკულმა ვერ მოახერხა სწავლის შემდეგ საფეხურზე გადასვლა.

 

 

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მან ყველაფერი გააკეთა, რომ მის 5 შვილს უმაღლესი განათლება მიეღოთ. 4 მათგანი მაგისტრის ხარისხს ფლობს და ერთ-ერთი უკვე შეერთებულ შტატებში გადის დოქტორანტურას.

 

 

 

 

კიმლან ჯანაკულმა პირველად უნივერსიტეტში თავის ქალიშვილთან ერთად ჩააბარა, როცა ის ჯერ 71 წლის იყო, თუმცა მისი შვილი დაიღუპა, რის გამოც დედამ სწავლა შეწყვიტა. სწავლას მხოლოდ 85 წლის ასაკში მიუბრუნდა, ეკოლოგიის მიმართულებით. ამბობს, რომ ეს პროფესია ასწავლის როგორ იცხოვროს სწორად და ბედნიერად. კურსდამთავრებული დარწმუნებულია, რომ მისი ქალიშვილი დედით იამაყებდა.

 

 

კიმლან ჯანაკულს 91 წლის ასაკში წარმატების თავისი ფორმულა აქვს. მისი თქმით მთავარია მიზანდასახულობა და ამბიცია. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ასაკოვანი ტაილანდელი სტუდენტი სამსახურს არ ეძებს და ის განაგრძობს შვილიშვილებზე ზრუნვას.

 

წყარო 

ტეგები: ტაილანდი კიმლან ჯანაკულმა განათლება

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker