Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

კვლევა: დედობა 2 სრულგანაკვეთიან სამსახურს უდრის

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-08-10

იყო დედა, ნიშნავს ასრულებდე 2,5ჯერ უფრო მეტ სამუშაოს კვირაში ვიდრე სტანდარტული, სრულგანაკვეთიანი სამსახური მოითხოვს. ასეთია ახალი კვლევის შედეგები, რომელიც ამერიკული წვენების კომპანია Welch’s დაკვეთით ჩატარდა. კომერციული მიზნებისთვის გათვლილმა კვლევამ კი აჩვენა, რომ დედის როლი მოთხოვნილებებზე ორიენტირებული და მუდმივად დატვირთულია.

 

 

გამოკითხულმა 2000-მდე დასაქმებულმა ქალმა აშშ-ში, რომლებსაც 5-დან 12 წლამდე შვილები ჰყავთ, განაცხადა რომ მათი დილა 6 საათზე იწყება და საქმიანობას საღამოს 8:31-მდე არ წყვეტენ. მათი თქმით ეს პროცესი კვირაში 7 დღე გრძელდება, რაც საერთო ჯამში 98 საათიან სამუშაო საათს ადგენს. საშუალო სრულგანაკვეთიანი სამსახური კი კვირაში 39 საათს მოიცავს.

 

 

 

 

დედები ამბობენ, რომ დღეში საკუთარი თავისთვის მხოლოდ 1 საათი და 7 წუთი რჩებათ. ისინი ამ დროს იყენებენ ყავის დასალევად, მუსიკის მოსასმენად, ფილმის საყურებლად, წიგნის წასაკითხად ან ძილისთვის.

 

 

საკუთარ მოვალეობებზე საუბრისას კი გამოკითხულები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი სირთულე ოჯახისთვსი ჯანსაღი საკვების შერჩევა და ამ საკვებით მათი მომარაგებაა. კვლევაში ჩართული ქალების უმრავლესობამ აღიარა რომ მათთვის ცხოვრება შესრულებული და შესასრულებელი დავალებების დაუსრულებელ ჯაჭვს ჰგავს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყოველდღიურად ქალები მსოფლიოში ხილული და ანაზღაურებადი შრომის გარდა უხილავ და აუნაზღაურელ შრომასაც ეწევიან, რაც სახლის საქმის კეთებას, ბავშვებზე ზრუნვასა და სხვა აქტივობებს მოიცავს. მსოფლიოს არაერთი კერძო კომპანია იღებს თავის თავზე პასუხისმგელობას, რომ ამ პროცეში გაზარდოს კაცების ჩართულობა და შესაბამისად სახლის საქმე სამართლიანად და თანაბრად გადანაწილდეს დედაზე და მამაზე.


წყარო 

ტეგები: ქალები ანაზღაურებადი შრომა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker