Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

მამები, რომლებმაც დეკრეტული შვებულება აიღეს

Category: It`s interesting to know 
2017-08-09

დეკრეტული შვებულება ბევრ ქვეყანაში ორივე მშობლისთვის არის ხელმისაწვდომი, მაგრამ არც ისე ხშირია როცა ამ უფლებით კაცები სარგებლობენ. მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურებადი დეკრეტი ზოგგან მწვავე პოლიტიკურ თემად დგას და ხშირად კამათობენ მის ხანგრძლივობასა თუ ანაზღაურებაზე, ზოგიერთი კაცი ახალდაბადებულ შვილთან მეტი დროის გატარებას მაინც ირჩევს. თვალი გადავავლოთ იმ ვარსკვლავების სიას, რომლებმაც სხვადასხვა დროს დეკრეტული შვებულებით ისარგებლეს. 

 

 

მარკ ცუკერბერგი:

 

ფეისბუქის დამფუძნებელმა 2 თვიანი დეკრეტული შვებულებით ქალიშვილი მაქსიმას დაბადების შემდეგ ისარგებლა. მის კომპანიაში, ზოგადად დეკრეტული შვებულებები ანაზღაურებადია და სამუშაო გრაფიკიც ისეა მოწყობილი რომ თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის საშუალებაც ეძლევათ. ამიტომ ალბათ ბევრისთვის გასაკვირი არ იყო როცა ახალბედა მამამ 2 თვიანი პაუზა გადაწყვიტა. ამჟამად მარკ ცუკერბერგი მეორე შილის მოლოდინშია და დიდი ალბათობით ის ისევ გავა დეკრეტში.

 

 

 

 

 

 

 

პრინცი უილიამი

 

გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრემ დეკრეტული შვებულება ორჯერ გამოიყენა. სამეფო ოჯახის წევრი საავიაციო სასწრაფო დახმარების პილოტის მოვალეობებსაც ითავსებს, თუმცა 2015 წელს, როცა მას პრინცესა შარლოტა შეეძინა, გარკვეული პერიოდით შესვენება აიღო და დრო ოჯახთან ერტად გაატარა. უილიამმა 2 კვირიანი დეკრეტული შვებულებით ისარგებლა პრინცი ჯორჯის დაბადების შემდეგაც.

 

 

 

ჯასტინ ტიმბერლეიკი

 

 

მუსიკოსი შვილის დაბადების პერიოდში ახალ ალბომზე მუშაობდა, თუმცა მან სამუშაო პროცესი შეწყვიტა. როგორც თავად ამბობს, შვილზე ზრუნვით იმდენად გაერთო რომ დეკრეტული შვებულების შემდეგაც ხშირად სამსახურეობრივ საქმეებზე თან მიჰყავდა.

 

 

 

 

 

 

 

 

ქანიე უესთი

სკანდალებით ცნობილი რეპერი საკმაოდ მზრუნველი მამაა. მან ორივე შვილის დაბადების შემდეგ გამოაცხადა კარიერული შესვენება.

 

 

 

 

 

მეთიუ მაკკონაჰი

 

 

ჰოლივუდის ვარსკვლავს სამი შვილი ჰყავს. მეორე  შვილის დაბადების შემდეგ,  2010 წელს მსახიობმა ნახევარი წლით აიღო შვებულება და ამ დროის განმავლობაში ყველა შემოთავაზებულ როლზე უარი თქვა. დეკრეტული შვებულების შემდეგ კი ის ისევ დაუბრუნდა კინო ეკრანებს და ოსკარიც აიღო.

 

 

 


 

 

კრიშტიანუ რონალდუ

 

 

ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ამჟამადაც დეკრეტულ შვებულებაშია. მას სუროგაციის გზით ტყუპები, მატეო და ევა შეეძინა. რონალდუს უკვე სამი შვილი ჰყავს.

 

 


Blessed

A post shared by Cristiano Ronaldo (@cristiano) on

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Barack Obama: Women are better leaders than men

Britain elects record number of female lawmakers in 2019 election

Women under 35 run Finland as world's youngest leader takes office

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker