Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

თეთრი თავსაბურავების ოთხშაბათი ირანში

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-08-02

ოთხშაბათობით ირანში ქალები თეთრი თავსაბურავით დადიან. უკვე მეშვიდე კვირაა ამ გზით ისინი ხიჯაბების სავალდებულო ტარებას აპროტესტებენ. კამპანია სახელწოდებით ‘თეთრი ოთხშაბათი’ ირანელი ჟურნალისტის მასი ალინეჯადის მოფიქრებულია და ის აერთიანებს ყველა ასაკისა და შეხედულების ქალს ქვეყანაში. მათ შორის ისეთებსაც რომლებით ხიჯაბს საკუთარი სურვილით ატარებენ.

 


 

 

 

 

თეთრ ფერს სიმბოლური დატვირთვა აქვს. ის მშვიდობის ფერია და გამოხატავს საერთო თანხმობას იმ საკითხზე, რომ ვისაც არ სურს ატაროს ხიჯაბი, ამის ძალით კეთება არ უნდა უხდებოდეს. მასი ალინეჯადის თქმით დღეს ირანში არიან ისეთი გამბედავი ქალები, რომელბიც ხიჯაბზე უარს ამბობენ, თუმცა დასჯადია. მათ არ აქვთ სწავლის ან მუშაობის უფლება თუ სავალდებულო თავსაბურავს 7 წლიდან არ ატარებენ. ამ კამპანიამ კი შუალედური ფორმა გამოძებნა - ქალები ატარებენ ხიჯაბს, თუმცა თეთრი ფერით აპროტესტებენ მოქმედ დრესკოდს. 

 

 

თეთრ ოთხშაბათს ბევრი მამაკაციც შეუერთდა, თუმცა ქალებისგან განსხვავებით ისინი თეთრ სამაჯურს ატარებენ. არიან ისეთები, ვინც საპროტესტო კამპანიაში მთელი ოჯახით ერთვება. ამ წამოწყებას სოლიდარობას უცხადებენ სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქალებიც.

 

 

 

 

 

ირანი 1979 წლის რევოლუციის შემდეგ მკაცრი ისლამური კანონებით ცხოვრობს. აკრძალვების სია კი მუდმივად იზრდება. მაგალითად, 2017 წელს ირანში აკრძალეს ზუმბა  - ცეკვისა და ფიტნესის ერთობლიობა. ასევე აიკრძალა ქალების მონაწილეობა მარათონებში, ბილიარდის თამაში და სხვა აქტივობები.

ტეგები: თეთრი თავსაბურავები ირანი ქალთა უფლებები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker