Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გენდერულად უთანასწორო ხელფასების გამო Financial Times-ის თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-08-01

BBC-ს შემდეგ ქალებსა და კაცებს შორის ხელფასების სხვაობის გამო დაწყებულმა სკანდალმა უკვე Financial Times-იც მოიცვა. როგორც აღმოჩნდა გამოცემის რედაქციაში 13%–იანი დისბალანსია და რედაქცია ვითარების დაბალანსებას 2022 წლამდე ვერ მოახერხებს. თანამშრომლები კი გაფიცვით იმუქრებიან თუ მენეჯმენტი უფრო სერიოზულად არ მოეკიდება საკითხს.

 

ბრიტანულ გამოცემა Financial Times-ს იაპონური კომპანია Nikkei ფლობს. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მენეჯმენტი ამ პრობლემას სერიოზულად არ აღიქვამს და მის მოსაგვარებლადაც არაფერს აკეთებს, თუმცა სწორედ ამ თემას მიეძღვნება ოთხშაბათს დაგეგმილი კრება  ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნიუსრუმში.

 

კომპანიას კიდევ ერთი პრობლემა აქვს - აღმასრულებელი დირექტორების და სხვა მაღალი თანამდებობის პირების ხელფასები დამალულია და უფრო მეტი ეჭვის საფუძველს იძლევა. ხელმძღვანელობა კი ირწმუნება, რომ ისინი სერიოზულად ეკიდებიან გენდერული ბალანსის თემას,  მაგალითად მოაქვთ რედაქციაში ქალებისა და კაცების თანაბარი რაოდენობა და საპასუხისმგებლო პოსტებზე ქალების დანიშვნა.

 

ამგვარად, Financial Times-ის მენეჯმენტს თანამშრომლების მოთხოვნის სახით სერიოზული გამოწვევა უდგას და როგორც აღმოჩნდა, ისინი კიდევ უფრო მოუმზადებლები შეხვდნენ ამ სკანდალს ვიდრე BBC. ბრიტანეთის სამაუწებლო კორპორაციის გათვლებით, მათთან უთანასწორო ხელფასების პრობლემა 3 წელიწადში სრულად აღმოიფხვრება.


წყარო 

ტეგები: Financial Times გენდერული უთანასწორობა ხელფასები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker