Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

შერილ სენდბერგი გენდერულად თანასწორ ხელფასებზე BBC-სთან საუბრობს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-07-31

შერილ სენდბერგი ფეისბუქის მთავარმა ოპერაციულმა დირექტორმა BBC რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აუცილებელია ცვლილებების შეტანა საჯარო პოლიტიკაში, რათა ქალების ანაზღაურება გაუტოლდეს მამაკაცებს. სენდბერგი, რომელიც რანგით მეორე პირია ფეისბუქში, აცხადებს რომ ქალები არასათანადოდ აფასებენ საკუთარ შესაძლებელობებს, რის გამოც ხშირად საერთოდ არ ითხოვენ ანაზღაურების სამართლიანად მომატებას. გენდერული ბალანსის მისაღწევად კი შერილ სენდბერგს თავისი თეორია აქვს.

 

ინტერვიუში მან მიანიშნა, რომ აუცილებელია საჯარო და კორპორატიული პოლიტიკა თანაბარი ანაზღაურების კუთხით თანხვედრაში იყოს. ის თვლის, რომ თუ ქალები და მამაკაცები თანაბრად იქნებიან დასაქმებული და ასევე თანაბრად ექნებათ პოსტები ხელისუფლებაში, მაშინ დასაქმებულთა შორის გენდერული უთანასწორობა  საბოლოოდ დარეგულირდება.

შერილ სენდბერგის ინტერვიუს BBC-სთან კი წინ უძღვოდა სკანდალი, რომელმაც გასულ კვირაში ამავე სამაუწყებლო კომპანიის ირგვლივ დაიწყო. როგორც აღმოჩნდა ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია ქალ თანამშრომლებს ბევრად ნაკლებ ხელფასს უხდიდა ვიდრე მათ კაც კოლეგებს.

 

ფეისბუქის ოპერაციული დირექტორი გამოტყდა, რომ ჰარვარდში სწავლის დროს მასაც ჰქონდა პერიოდი როცა საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა. მისი თქმით საკუთარ თავში ეჭვის შეტანა გოგონებს ბავშვობიდან ეწყებათ, რადგან მშობლები მხოლოდ ბიჭებს უყალიბებენ ლიდერობისკენ სწრაფვის სურვილს.

 

ამჟამად შერილ სენდბერგის ქონება 1,7 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ის ხშირად გამოდის განცხადებებით, სამართლიანი დეკრეტული შვებულებებისა და გენდერულად თანაბარი ანაზღაურების შესახებ.


წყარო 

ტეგები: შერილ სენდბერგი ქალები ანაზღაურება გენდერული ბალანსი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker