Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ინოვაციური ლენტი რომელიც ქალებს სექსუალური ძალადობისგან დაიცავს

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2017-07-25

მასეჩუსეტსის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ინჟინრებმა ახალი წებოვანი ლენტი შექმნეს, რომლის ტანისამოსზე დატანითაც შესაძლებელი ხდება სექსუალური ძალადობის შესახებ დროული შეტყობინების გაგზავნა. ახალი გამოგონების ავტორების თქმით ეს არის თავდაცვის ინოვაციური მექანიზმის ქალებისთვის რათა მათ უფრო უსაფრთხოდ იგრძნონ თავი.

 

წებოვანი ლენტი შემდეგნაირად მუშაობს: ის აფიქსირებს უხეშად შეხებას ტანისამოსზე და გზავნის პირველ, ინტერაქტიულ სიგნალს სმარტფონზე.  ქალს აქვს 30 წამი იმისთვის რომ უპასუხოს სმარტფონის ეკრანზე გამოტანილ შეკითხვას, დაეთანხმოს ან უარყოს რომ ეს შეხება მისი ნებით მოხდა. თუ ქალი 30 წამში პასუხს ვერ დააფიქსირებს, ავტომატურად იგზავნება შეტყობინება წინასწარ შერჩეულ 5 ნდობით აღჭურვილ საკონტაქტო პირთან. შეტყობინებას თან ახლავს რუკა, რომელზეც ზუსტად არის მონიშნული ის ადგილი საიდანაც ინფორმაცია გაიგზავნა.  

 

ლენტს აქვს ხელით ჩასართველი ღილაკიც, იმ შემთხვევაში თუ მსხვერპლი არ არის გათიშულ მდგომარეობაში და მას თავად შეუძლია განგაშის სიგნალის გაშვება, თუმცა თუ მას არ შეუძლია მოძრაობა, სენსორული ლენტი თავისით მოვა მოქმედებაში.

 

ახალი გამოგონება იმდენად უხილავი და კომფორტული სატარებელია, რომ ის შეიძლება ნებისმიერ ტანისამოსს მიეკრას. ასევე შესაძლებელია მისი გარეცხვაც, ელექტრო კომპონენტის მოცილების  შემდეგ.

 

ჯერ უცნობია როდის და სად იქნება შესაძლებელი ამ გამოგონების შეძენა.

 

 

ტეგები: ძალადობა, სექსუალური ძალადობა, გაუპატიურება

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker