Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

BBC-ს ჟურნალისტებს გენდერულად დაბალანსებული ხელფასები 2020 წლამდე ვერ ექნებათ

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-07-24

ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) ხელმძღვანელი ტონი ჰოლი იმედს გამოთქვამს, რომ მოახერხებს თანამშრომლებს შორის გენდერული ნიშნით ანაზღაურების სხვაობის აღმოფხვრას, თუმცა ამას 3 წელი დასჭირდება. ერთი და იმავე შოუს წამყვან ქალებსა და მამაკაცებს ისევ სხვადასხვა ხელფასით მოუწევთ მუშაობა.

 

როგორც აღმოჩნდა, ანაზღაურებას შორის სხვაობა  BBC-ს ყველაზე მაღალ რეიტინგულ გადაცემებზეც კი ვრცელდება. ჰოლი აცხადებს, რომ მისი პირადი სურვილია ბალანსი ორგანიზაციაში სრულად იყოს დაცული, თუმცა ეს მიმდინარე წლის ბიუჯეტში ვერ მოხერხდება და საკითხის მოგვარება დროს მოითხოვს.

 

ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციაში დღეის მონაცემებით ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ჟურნალისტი, რადიო შოუს წამყვანი კრის ევასია. მისი ხელფასი 2.2 დან 2.25 მილიონ ფუნტამდე მერყეობს. ეს კი ოთხჯერ აღემატება არხის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ქალის, კლაუდია უინკლმანის ხელფასს (450 00დან 499 00 ფუნტამდე). BBC-ზე დასაქმებული ყველაზე მაღალ შემოსავლიანი  წამყვანების ათეულში კი პირველი - 8 კაცია.


ბრიტანეთში გენდერული ნიშნით ანაზღაურებას შორის სხვაობა 9.4%-ა. ეს წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებული მონაცემია. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გათვლებით გენდერული დისბალანსის აღმოფხვრას მსოფლიო კიდევ 169 წელი ვერ შეძლებს.

 


წყარო 

ტეგები: BBC ანაზღაურება გენდერული უთანასწორობა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker