Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მე ვიყავი კრებითი თათია დოლიძე

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2017-07-21

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილმა ელჩმა თათია დოლიძემ "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში სოციალურ ქსელში მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაზე ისაუბრა.

 


"რადგანაც პირველი მცდელობა არ გამოუვიდათ, მათ გადაწყვიტეს ჩემი სახელის შებღალვა და საქართველოს მოღალატედ ჩემი გამოცხადება. არც ამაზე ვაპირებდი პასუხის გაცემას იმდენად სასაცილოც კი იყო ჩემი ფეისბუქიდან აღებულ ფოტოზე რამის დაწერა. ჯერ სოროსის აგენტი ვიყავი, მერე "გრუ"-ს აგენტი გავხდი, სასაცილოდ არ მყოფნიდა, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის, ამ ინფორმაციამ კითხვები მაინც გააჩინა და რაღაც ტიპის აგრესია წამოვიდა ჩემ მიმართ", - განაცხადა თათია დოლიძემ "ქრონიკა"- სთან ინტერვიუში.

 

 

"როცა ქალები სოციალურად და პოლიტიკურად აქტიურები არიან, მსგავსი კაცები ცდილობენ ამ ქალების შევიწროვებას, გაჩუმებას და მათი ფანტაზიები, სექსუალური ფანტაზიების იქეთ არ მიდის"– განაცხადა თათია დოლიძემ.

 

 

თათია დოლიძის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებული მუქარის შემცველი კომენტარების საფუძველზე შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

აღნიშნული მუხლი ეხება მუქარას, რომელიც შემდეგნაირად არის განმარტებული: სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.


სავარაუდო მუქარის საქმეზე გია კორკოტაშვილი გამოიკითხა.


თავად, დოლიძე შსს-ს ქალაქის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე ორშაბათს იმყოფებოდა. 

 

 


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker