Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ბრიტანეთში გენდერული სტერეოტიპების მატარებელი რეკლამების აკრძალვას აპირებენ

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-07-20

ბრიტანეთის რეკლამის მარეგულირებელმა უწყებამ ახალი წესების შესახებ აცნობა კომპანიებსა და სარეკლამო სააგენტოებს. რეგულაციები, რომელზე მუშაობაც ამჟამად მიმდინარეობს, აკრძალავს ისეთ რეკლამებს, რომელიც აღრმავებს გენდერულ სტერეოტიპებს, ქალს წარმოაჩეს, როგორც სექსუალური დანიშნულების ნივთს ან რეკლამირებას უწევს სხეულის არაჯანსაღ ფორმებს.

 

 

სარეკლამო სტანდარტების სამსახურმა ახალი კვლევაც გაასაჯაროა სახელწოდებით „ასახვა, აღქმა და ზიანი“. მასში აღნიშნულია, რომ არსებული კანონები ვერ ახდენს გენდერული სტერეოტიპების გაღრმავების პრევენციას სარეკლამო ბაზარზე. კვლევაში ნათქვამია, რომ ასეთი სტერეოტიპები ადამიანებს თვითაღქმის ლიმიტებს უწესებს და ერთნაირად საზიანოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე  ზრდასრულებისთვისაც.


ახალი რეგულაციები ჯერ დამუშავების პროცესშია, თუმცა ძირითად მიმართულებებს უკვე აანონსებენ. ისეთ რეკლამაზე სადაც მაგალითად ქალი სახლის საქმეს აკეთებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება, შეზღუდვა თუ რგოლში ჩანს, როგორ ურევენ სახლს ოჯახის დანარჩენი წევრები და შემდეგ მისი ლაგება მხოლოდ ქალს უწევს.


დაახლოებით მსგავსი წესები სარეკლამო სააგენტოეისთვის უკვე მოქმედებს ლონდონში. მაგალითად ლონდონის მეტროში არ შეიძლება ისეთი ვიზუალური მასალის  გამოფენა, რომელიც ზედმეტად გამხდარი სხეულის პროპაგანდას ეწევა.


სარეკლამო ბიზნესის გავლენასა და გენდერული სტერეოტიპების გაღრმავებაზე პანელ-დისკუსა ცოტა ხნის წინ გამოცემა New-York Times-მაც მოაწყო.

 

 

 

 


წყარო 

ტეგები: ბრიტანეთი რეკლამა გენდერული სტერეოტიპები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker