Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ჩილემ აბორტზე სრული აკრძალვა გააუქმა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-07-20

ჩილეს სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმად რიგ შემთხვევებში აბორტი დასაშვები გახდება.

 

როგორც Reuters–ი იუწყება, სენატორებმა დაუშვეს აბორტი იმ შემთხვევაში, თუ დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ნაყოფი არასიცოცხლისუნარიანია და ორსულობა არის გაუპატიურების შედეგი.

 

კანონპროექტის დამტკიცება არის შედეგი იმ დაპირებების, რომელიც 2014 წელს საარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტმა მიშელ ბაჩელეტმა მისცა მოსახლეობას.

 

"ეს ისტორიული მომენტია. სენატმა დაუშვა აბორტი სამ შემთხვევაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გავხდებით ქვეყანა, სადაც ქალებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ის  გადაწყვეტილებები, რომელიც უკეთესია მათთვის ამ შემთხვევებში ", - განაცხადა ჩილეს პრეზიდენტმა, მიშელ ბაჩელეტმა, კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ.

 

ოპოზიციამ პირობა დადო, რომ გააუქმებს სენატორების გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში.

 

აღსანიშნავია, რომ კანონის ძალაში შესასვლელად, ის უნდა დაამტკიცონ პარლამენტის ქვედა პალატაშიც.

 

 

ჩილე შედის მსოფლიოში ერთ– ერთ იმ ქვეყნებს შორის, სადაც აბორტი სრულად აკრძალულია, ყოველივე გამონაკლისის გარეშე.  მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კათოლიკური ეკლესია ინარჩუნებს ძლიერ პოზიციებს, ბოლო მონაცემებით, ჩილელების დაახლოებით 70% მხარს უჭერს აბორტის ლეგალიზაციას. აბორტები სრულად (ნებისმიერ შემთხვევაში) არის აკრძალული სამხრეთ ამერიკისა და კარიბის ზღვის კიდევ 3 ქვეყანაში: სალვადორში, ნიკარაგუასა და დომენიკის რესპუბლიკაში.

წყარო 

ტეგები: ჩილე სენატი კანონპროექტი აბორტი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker