Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ირანელი ქალი, რომელმაც დაამტკიცა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-07-19

ირანული ფემინისტური გვერდი „ჩემი ფარული თავისუფლება“ მსოფლიოს კიდევ ერთი ირანელი ქალის ისტორიას უამბობს. დოკუმენტური ფილმი, რომლის პრემიერაც გასულ კვირაში სოციალურ ქსელში შედგა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 35 წლის მანიჯეს შესახებაა.

 

 

 

 

 

იშვიათი გენეტიკური დაავადებების მიუხედავად ახალგაზრდა ქალი სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს. ისეთი მკაცრი წესების საზოგადოებაში, როგორიც ირანშია, მანიჯე ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ყველა ქალს შეუძლია იცხოვროს ისე, როგორც თავს ბედნიერად და სრულფასოვნად თვლის.

 

 

 

 

მანიჯეს შესახებ ფილმი ირანელმა აქტივისტმა და ფეისბუქ გვერდის ავტორმა მასი ალინეჯადმა წარადგინა. პირელი კადრებიდანვე ჩანს ის სირთულეები რასაც გარე სამყარო მას მუდმივად უქმნის, მაგრამ ის ახერხებს გადალახოს ისინი, იცხოვროს, იოცენებოს, ფიზიკურ აქტივობებში ჩაებას და პარაშუტითაც კი გადმოხტეს.

 

 

არადა მანიჯეს სამედიცინო დასკვნა 3 დაავადებას აერთიანებს. მას აქვს აქონდროპლაზია ანუ არის ჯუჯა, სისხლის მიმოქცევის შეფერხების გამო ვერ საუბრობს თავისუფლად და აქვს ზურგის ტვინის დაზიანება, რის გამოც სიარული უჭირს. თუმცა არც ერთი დიაგნოზი არ გამხდარა იმის საბაბი, რომ მისი სამყარო მხოლოდ სახლის კედლებით შემოფარგლულიყო. 

 

 

 

 

მანიჯე ატარებს ავტომობილს, ცხენზე ჯირითობს, ცურავს და სურვილი აქვს მოდელის კარიერა ჰქონდეს, თუმცა ეს საქმიანობა ირანში აკრძალულია.  მანიჯეს ერთი შეხედვით წარმოუდგენელ მისწრაფებას აქვს კონკრეტული მესიჯი. მას სურს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებს საკუთარი სხეული შეაყვაროს და თავდაჯერებულობა შესძინოს.

 

 

ნახეთ დოკუმენტური ფილმი ირანელი ქალის შესახებ სრულად:

 

 


წყარო 

ტეგები: ირანი ქალი შეზღუდული შესაძლებლობები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker