Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

აშშ-ს კონგრესის წევრ ქალების უმკლავებო პარასკევი

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-07-18

აშშ-ს კონგრესის წევრი ქალები კონგრესის შენობაში მოქმედ დრეს კოდს აპროტესტებენ, რომელიც მათ მკლავებ გადაჭრილი სამოსის ჩაცმას უკრძალავს. უკმაყოფილებამ მას მერე იმატა, რაც კონგრესის დერეფანში რამდენიმე ქალს შენიშვნა მისცეს ჩაცმულობასთან დაკავშირებით, ხოლო 3 ჟურნალისტი აცხადებს, რომ ისინი შენობიდან გამოაძევეს არასათანადო ჩაცმულობის გამო.

 

 

პირველი ვინც უკმაყოფილება გამოთქვა, წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯეკი სპეიერი იყო, რომელმაც ხუმრობით მის პროტესტს ‘უმკლავებო პარასკევი’ უწოდა #SleevlessFriday. მას მოჰყვა კონგრესის სხვა წევრების ფოტოები ტვიტერზე სადაც მკლავებ გადაჭრილ კაბებში გამოწყობილები, ადმინისტრაციას მოუწოდებდნენ გააუქმონ მოქმედი დრეს კოდი რადგან ის 2017 წლის სტანდარტების მაგივრად 1817 წლის წესებს უფრო შეესაბამება.

 

 

 

 

 

კიდევ ერთი პრობლემა რის გამოც კონგრესში ქალები დრეს კოდს აპროტესტებენ ვაშინგტონისთვის დამახასიათებელი სიცხეა. ტემპერატურა ქალაქში 36 გრადუსია, რაც მკლავებიან ტანსაცმლის ტარებას არაკომფორტულს ხდის.

 

 

სტანდარტები, რომელიც ორივე სქესს სოლიდურ ჩაცმას სთხოვს კონგრესში დიდი ხანია მოქმედებს, თუმცა მას ქალებისთვის მოკლე მკლავიანი სამოსის ტარებაზე აკრძალვა ცოტა ხნის წინ დაემატა. აღსანიშნავია, რომ ეს მოთხოვნა წერილობით არსად არის დაფიქსირებული. მკაცრ წესებს ემხრობოდა კონგრესის თავმჯდომარე პოლ რაიანი. პროტესტის ფონზე კი მან განმარტა, რომ ეს წესები მისი შემოღებული არ არის თუმცა უკვე ეთანხმება, რომ საჭიროა მათი შერბილება.

ტეგები: აშშ კონგრესი დრეს კოდი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ეყოლება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker