Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალთა მოძრაობა ე.წ ქართულ მარშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2017-07-17

ქალთა მოძრაობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოითხოვს ქალის ჯგუფური გაუპატიურების მუქარაზე შესაბამისი უწყებების რეაგირებას.

 

საქმე ეხება სოციალურ ქსელში მუქარის შემცველ კომენტარებს გაეროში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩის თათია დოლიძის მისამართით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ ქართული მარშით ფეისბუკის გვერდზე, ისევე, როგორც მისი ორგანიზატორების პირად გვერდებზე, ინტენსიურად იწერება სიძულვილით სავსე, რასისტული, ჰომოფობიური, ქალთმოძულე განცხადებები ამ მარშის მოწინააღმდეგეთა მისამართით.

 

16 ივლისის საღამოს კი ვითარებამ კულმინაციას მიაღწია - აქციის ორგანიზატორებმა, მათ შორის კონსტანტინე მორგოშიამ, გია კორკოტაშვილმა, ბექა ვარდოსანიძემ, რამაზ გაგნიძემ, გიორგი ონიანმა და მიხეილ ამისულაშვილმა მიზანში ამოიღეს ახალგაზრდა ქალი, ის “შეამკეს” დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი კომენტარებით და ეს “დისკუსია” დააგვირგვინეს მის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მუქარით.

 

„ცალსახად შემაშფოთებელ გარემოებად მიგვაჩნია ის, რომ ხელისუფლება მყარად დუმს როგორც საკუთრივ აქციის, ისე მისი ორგანიზატორების სიძულვილით სავსე პროპაგანდის შესახებ. საჯარო სივრცეში მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა ამ პროცესების თაობაზე. ვთვლით, რომ დუმილით და უმოქმედობით სახელმწიფო სიძულვილს წაახალისებს. ეს სიძულვილი კი უკვე ძალიან ბევრს უქმნის საფრთხეს - არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს, არამედ ნებისმიერს, ვისაც მარშის ორგანიზატორები შეხედულების თუ პოზიციის გამო აითვალწუნებენ“ - წერენ განცხადების ავტორები.

 

მათი თქმით ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ სიძულვილის მთესველი ფიგურების მედიაში ხილვა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა - როგორც მოყვითალო ელფერის, “მყვირალა” შოუებში, ისე უფრო სერიოზულ და სიღრმისეულ დისკუსიებზე პრეტენზიის მქონე გადაცემებში. განცხადებაშ აღნიშნულია ორმ მედია დიდი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს სიძულვილის გავრცელების და გაძლიერების საფრთხეს.

 

ქალთა მოძრაობა 4 ძირითად მოთხოვნას აყენებს:

 

1. მედია საშუალებებმა გამოუცხადონ ბოიკოტი “ქართული მარშის” ორგანიზატორებს, არ მიიწვიონ ისინი გადაცემებში, არ მისცენ ღია ტრიბუნა. გაუპატიურების მხარდამჭერი პირები არ შეიძლება იყვნენ ლეგიტიმური “მხარე”, ან საზოგადოების რომელიმე ნაწილის წარმომადგენლები.

 

2. მთავრობამ გააკეთოს ოფიციალური განცხადება და გამოხატოს თავისი პოზიცია როგორც ქსენოფობიური მარშის, ისე ახალგაზრდა ქალის მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენასთან და ძალადობის მუქარასთან დაკავშირებით;

 

3. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს გამოძიება და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები გაუპატიურების შესაძლო მუქარის თაობაზე;

 

4. მუქარის ავტორებმა საჯარო ბოდიში მოიხადონ სიძულვილის ენის და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო.


ტეგები: ქალთა მოძრაობა განცხადება ქალი ჯგუფური გაუპატიურება მუქარა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker