Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ჰონდურასში ადრეული ქორწინება კანონით აკრძალეს

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-07-14

ჰონდურასში დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ადრეული ქორწინების აკრძალვას, რაც იმას ნიშნავს, რომ ქორწინება არასრულწლოვნებისათვის 18 წლამდე უკანონოდ მიიჩნევა.

მიღებული კანონის თანახმად, მინიმალური ასაკი ქორწინებისთვის 16-დან 18-მდე გაიზარდა რაც იმას ნიშნავს, რომ 18 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები ვერ დაქორწინდებიან მშობლების ან სასამართლოს ნებართვითაც კი.

 

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჰონდურასისთვის კანონის აღსრულება ძალიან რთული პროცესი იქნება. განსაკუთრებით ეს ეხება ქვეყნის ღარიბ რეგიონებს, სადაც ადრეული ქორწინება გავრცელებული მოვლენაა.


გასულ თვეში მსოფლიო ბანკმა ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ბოლო 30 წლის განმავლობაში 18 წლამდე მიუღწეველ გოგონათა ქორწინებამ იკლო თუმცა 25–მდე ქვეყანაში სადაც კვლევა ჩატარდა (ამ ქვეყნების რიცხვში ჰონდურასიც შედის), ყოველი მესამე ქალი 18 წლამდეა დაქორწინებული. კვლევის მიხედვით, 15-დან 19 წლამდე გოგონების სიკვდილის ძირითადი მიზეზი გართულებები ორსულობისას და მშობიარობა დასახელდა. 

მსოფლიო ბანკის ახალი მონაცემების დანახმად, 2030 წლისთვის განვითარებად ქვეყნებს არსარულწლოვანთა ქორწინების გახშირებული ფაქტები ძვირად დაუჯდებათ. საუბარია რამდენიმე ტრილიონი დოლარის ზარალზე, რომელიც მათ ბიუჯეტს მიადგება იმ შემთხვევაში თუ გოგონები ვერ მიიღებენ განათლებას, ვერ იმუშავებენ და არ იქნებიან სათანადოდ რეალიზებულები.

 

თუ განვითარებადი ქვეყნები მოახერხევენ ამ მანკიერი პრაქტიკის დაძლეას, მსოფლიო ბანკის გათვლებით შრომის ბაზარზე ქალების შემოსავალი გაიზრდება.

წყარო 

ტეგები: ჰონდურასი ადრეული ქორწინება

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker