Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მოსუო - ქალების სამეფო ჩინეთში

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2017-07-12

ჩინეთში, ჰიმალაის მთებში, ლუგუს ტბის პირას გამორჩეული ტრადიციების მქონდე მოსუოს ხალხი ცხოვრობს, რომლებიც ერთ-ერთ ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ. 40 000-იან ეთნიკურ ჯგუფში მკვეთრად გამოხატული მატრიარქატია. ტრადიცია საუკუნეებია გრძელდება. მოსუოს ხალხი კი ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მშვიდობის მოყვარე ჯგუფად ითვლებოდა.

 

 

ცხოვრება ცივილიზაციისგან შორს, კონფლიქტების, ძალადობისა და განქორწინებების გარეშე - ეს ის რეალობაა რომელიც მოსუოს მოსახლეობას დანარჩენ სამყაროსგან განცალკევებულად წარმოაჩენს. დღეს ისინი ტურისტების დიდ ინტერესს იწვევენ, თუმცა მათი ტრადიციების შესახებ ლეგენდები და რეალობა ხშირად ერთმანეთში ირევა.

 

 

 

მოსუოს ხალხში არ არსებობს წყვილების საერთო საკუთრება. ყველა თავისთვის ამუშავებს მიწას.  ქალები არიან გადაწყვეტილების მიმღებები და შვილების მეურვეები. ისინი ანაწილებენ ხარჯებს და მუშაობენ დამოუკიდებლად. სოფელში გოგონას დაბადება ნამდვილი დღესასწაულია.

 

 

 

 

რაც შეეხება ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრებას, პარტნიორს ირჩევენ ქალები. ისინი ყოველთვის  ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მამაკაცი ქალთან ღამით მიდის და თუ ქალი თანახმაა დილამდე შეუძლია დარჩენა. ამიტომ არსებობს ტერმინი ‘მოსიარულე ქორწინება’.  იმ შემთხვევაში თუ მათ შორის გრძნობა გაქრა, მშვიდობიანად შორდებიან ერთმანეთს და ქალს უკვე შეუძლია სხვა პარტნიორი აირჩიოს.

 

 

 

 

მატრიარქატი აისახება მათ ვერბალურ კომუნიკაციაშიც. მოსუოს ხალხს საკუთარი ენა აქვს სადაც ‘მამისა’ და ‘ქმრის’ აღმნიშვნელი სიტყვები საერთოდ არ არის.  ჩინეთში მოსუოს საზოგადოებას  ხშირად „ქალების სამეფოდ“ მოიხსენიებენ.



წყარო 

ტეგები: მოსუო მატრიარქატი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker