Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ტრამპის ადმინისტრაციაში ქალ თანამშრომლებს კაცებზე ნაკლებს უხდიან

Category: Gender in the world 
2017-07-12

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველივე წელს თეთრ სახლში სხვაობა ანაზღაურებას შორის ქალ და მამაკაც თანამშრომლებს შორის გასამმაგდა წინა წლებთან შედარებით. ასეთია ამერიკის მეწარმეთა ანალიტიკური ინსტიტუტის ეკონოისტის, რპოფესორ მარკ პერის კვლევის შედეგი. ამჟამად თეთრი სახლის რიგითი ქალი თანამშრომელი მამაკაც კოლეგებთან შედარებით 37%ით ნაკლებ ხელფასს იღებს.

 

 

ციფრებში გამოსახული გენდერული სხვაობა ანაზღაურებაში კი ასეთია: საშუალოდ ქალი თანამშრომლების ხელფასი წლიურად 72 650$ შეადგენს. მაშინ როცა საშუალო ხელფასი, რომელსაც მამაკაცი თანამშრომელი იღებს წლიურად, არის 115 000$. აქედან გამომდინარე თითო დოლარი, რომელიც თეთრი სახლის მამაკაცი თანამშრომლების ბიუჯეტში მიდის, თეთრ სახლში დასაქმებული ქალების 63 ცენტს უდრის.

 

 

სქესთა შორის  ხელფასის სხვაობა შეერთებულ შტატეში პრობლემურ საკითხად რჩება. 17%იანი სხვაობით აშშ, 144 ქვეყნის რეიტინგში 45-ე ადგილს იკავებს (2016 წლის მონაცემების მიხედვით). თუმცა როგორც აღმოჩნდა  თეთრ სახლში ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას.

 

 

აღსანიშნავია, რომ ცვლილებები ძალიან სწრაფად მოხდა, რადგან ჯერ კიდევ გასულ წელს, ობამას ადმინისტრაციის დროს, სქესის მიხედვით ანაზღაურებას შორის სხვაობა მხოლოდ 11% იყო. გენდერული ბალანსი თითქმის დაცული იყო ადმინისტრაციის მაღალ თანამდებობებზე დასაქმებულთა შორის (48% იყო ქალი). ამჟამად კი თეთრი სახლის 23 თანამშრომლიდან, რომელთა პოზიციაც ყველაზე მაღალია, 74% კაცია.

 

 

 

 

ბარაკ ობამამ პრეზიდენტობის პერიოდში ხელი მოაწერა „ლილი ლედბეტერის სახელობის სამართლიანი ანაზღაურების აქტს“, რომლითაც უფრო მარტივი ხდებოდა დამქირავებლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არათანაბარი ანაზღაურების გამო. დონალდ ტრამპმა კი ობამას დროინდელი რეგულაციები გააუქმა. აღსანიშნავია, რომ თეთრ სახლში მუშაობს პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპიც, რომელმაც ხელფასზე უარი თავად განაცხადა.

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Bolivian Senate head assumes interim presidency; Morales' loyalists object

Sophie Wilmes becomes Belgium first woman Prime Minister

Bogota elects first woman mayor in Colombia regional vote

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker