Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ლონდონში ოჯახის დაგეგმარების სამიტი გაიხსნა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-07-10

ლონდონში დღეს ოჯახის დაგეგმარების სამიტი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება 4 ძირითად მიმართულებაზე იქნება ორიენტირებული: ინოვაციური ფინანსური მოდელების შემუშავება კონტრაცეპტივების ხელმისაწვდომობისთვის, ფართო სახეობის კონტრაცეპტივების გამოყენების შესაძლებლობის გაზრდა, ახალგაზრდების წვდომა ოჯახის დაგეგმარების პროგრამებზე და ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში მყოფი ქალებისთვის კონტრაცეფციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.  სამიტის მონაწილეები წელს ახალი გამოწვევების წინაშეც დგანან.


 

სამიტი ასევე ემთხვევა მსოფლიოს მოსახლეობის დღეს, რომელიც 11 ივლისს აღინიშნება. ორგანიზატორების მთავარი საზრუნავი კი ღარიბ ქვეყნებში მცხოვრები მილიონობით ქალია. ამჟამად ასეთ რეგიონებში მოქმედებს 8 წლიანი გეგმა კონტრაცეფციის ხელმისაწვდომის გაზრდისთვის, რომელიც არსებული სურათით დასახულ მიზნებს არც ისე წარმატებით აღწევს. მას 120 მილიონი ქალისთვის უნდა გაეხადა კონტრაცეფცია ცხოვრების არჩევანის ნაწილი, თუმცა ხუთ წელიწადში მხოლოდ 30 მილიონი ქალის ჩართვა მოახერხა პროგრამაში, რაც დაგეგმილზე 20 მილიონით ნაკლებია. გამოწვევებს კი ემატება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკა, კონტრაცეპციაზე დანახარჯების შეკვეცასთან დაკავშირებით. სწორედ შეერთებული შტატებია აღნიშნული პროგრამის მთავარი დამფინანსებელი.

 

 

დღეს მსოფლიოში ყველაზე ჭარბი მოსახლეობა ჩინეთშია, თუმცა 2050 წლისთვის გაეროს პროგნოზით მას ინდოეთი გაუსწრებს, ხოლოდ აფრიკის კონტინენტის 26 ქვეყანაში კი მოსახლეობის რაოდენობა გაორმაგდება. ეს კი იმიტომ, რომ იქ მცხოვრები ქალებისთვის ოჯახის დაგეგმარების სისტემები მიუწვდომელია. ჭარბი მოსახლეობა არა მხოლოდ გაზრდის მიგრაციას ევროპისკენ, არამედ გაზრდის ტერორიზმის საფრთხეებს საჰელის ზონაში, სადაც დაჯგუფებები ღარიბი ოჯახებს თავისი რიგების გასამრავლებლად იყენებენ.

 

 

ლონდონის სამიტის ოფიციალური ჰაშთაგი #HerFuture ქალებისთვის ამ მნიშვნელოვანი არჩევანის მიცემას უსვამს ხაზს. მომზადდა სპეციალური ვიდეო რგოლიც, რომელიც ღარიბ ქვეყნებში კონტრაცეფციის ხელმისაწვდომობის სირთულეებს გადმოსცემს.



 

 

 

 

 

ოჯახის დაგეგმვის სამიტის ერთ-ერთი სპონსორი ბილ და მელინდა გეიტსების ფონდია.

ტეგები: ლონდონი ოჯახის დაგეგმარება სამიტი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

ინდოეთის პარლამენტში ქალებისთვის 33 % -იან კვოტას დააწესებენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker