Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

შვედური ბაღი სადაც ბავშვებს გენდერული სტერეოტიპებისგან თავისუფალ განათლებას აძლევენ

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2017-07-10

ველოსიპედი, ბურთი, ბარბი, დინოზავრი და სხვა სათამაშოები ერთ კალათში - ასეთია შვედეთში სტოკჰოლმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მოწყობილი სათამაშო კუთხე. ბაღს ეგალია ჰქვია და ის გენდერულად ნეიტრალურ განათლებას აძლევს სკოლამდელი ასაკის ბავშვებს. მიდგომა გენდერულად ნეიტრალურია, თუმცა არავითარ შემთხვევაში გენდერულად ბრმა. ბავშვები თანასწორ და თანაბარ გარემოში ეცნობიან სამყაროს და ითვისებენ ახალს.

 

 

ეგალია 6 წლის წინ დაარსეს და ის ლოგიკური შედეგია შვედეთში 1998 წლიდან მოქმედი  პოლიტიკისა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში გენდერულად ნეიტრალური მიდგომის დანერგვას. ეს პრაქტიკა მოქმედებს სკოლებშიც.

 

 

ეგალიაში მასწავლებლების უმრავლესობა მამაკაცები არიან. გოგონებს და ბიჭებს ყოველთვის შეუძლიათ ერთად ითამაშონ ფეხბურთი ან მოუსმინონ ზღაპრებს, რომლებიც სპეციალურად არის შერჩეული ისე რომ ისინი არ იყოს უფლისწულების მიერ გადარჩენილ პრინცესებზე.

 

 

 

 

გენდერულად ნეიტრალური ბაღი იმითაც არის განსხვავებული, რომ ბავშვებს ენობრივი ფორმებითაც ასწავლიან, რომ გოგო და ბიჭი ერთ სიბრტყეში განიხილონ. შვედურ ენაში არის სქესის აღმნიშვნელი ნაცვალსახელები Han -  ის (მამრობითი) და Hon - ის (მდედრობითი). ეგალიაში კი იყენებენ ნეიტრალურ ნაცვალსახელს Hen.

 

მოუხედავად იმისა, რომ შვედურ საზოგადოებაში აღზრდის მსგავსი სტილის მიმართ მზაობა არსებობს, ხოლო თავად ქვეყანა ქალთა უფლებების კუთხით ყველა რეიტინგის პირველ ხუთეულშია, მაინც ჰყავს ეგალიას თავისი კრიტიკოსები.

 

‘გენდერული სიგიჟე’ - ასე მოიხსენიებენ ისინი საბავშვო ბაღს და მის აღზრდის პროგრამას ტვინების გამორეცხვის მცდელობას უწოდებენ. ხოლო თავად ბაღის დამაარსებლები კი ამბობენ რომ ისინი ბავშვებისთვის ტვინების გამორეცხვით არ არიან დაკავებულები, პირიქით სქესი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეული ბავშვი თავისუფალია იმაშვი რომ ჰქონდეს საკუთარი სქესის მახასიათებლები.

 

 

ეგალიას სწავლების პრინციპი ემყარება კვლევებს, რომლის მიხედვითაც სქესის შეგრძნება ხშირად უარყოფით თვისებებთან ერთად ჩნდება ინდივიდის ცხოვრებაში და როგორც კი ბავშვები იგებენ განსხვავებული სქესის არსებობას, მათ უყალიბდებათ სტერეოტიპები და მოლოდინები. შვედეთის უფსალას უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ კი დაადასტურა, რომ ეგალიას აღსაზრდელები ისევე ასხვავებენ სქესს, როგორც მათი სხვა თანატოლები. თუმცა ამ ბაღის მოსწავლე გოგონები და ბიჭები უფრო თავისუფლად თამაშობენ ერთმანეთთან და ნაკლებად ეყრდნობიან სტერეოტიპებს.


ტეგები: ეგალია გენდერულად ნეიტრალური განათლება ბავშვები შვედეთში

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker