Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ბლოგერი ქალის პასუხი ყველას ვინც მშობიარობის შემდეგ წონის მომატებაზე წუხს

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2017-07-03

მოსფლიოში მილიონობით ქალი იწყებს მშობიარობის შემდეგ ფიქრს იმაზე, თუ როგორ დაიკლოს წონაში ან მოიცილოს სტრიები, რათა უფრო მიუახლოვდეს იდეალურობის იმ იმიჯს, რომელსაც მშობიარობის შემდეგ ცნობილი მოდელები, მსახიობები და მომღერლები ქმნიან. ასეთ ქალებს ყველაზე მარტივი და სასარგებლო რჩევა 31 წლის ბლოგერმა ლაურა მაზამ მისცა, რომელიც რამდენიმე საათში გახდა ათი ათასობით ქალის ინსპირაციის წყარო.

 

ბლოგის themumontherun.com ავტორმა თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც წუხდა იმის გამო, რომ მისი სხეული ისეთი აღარ იყო, როგორიც მის მეუღლეს გაცნობის დღეს ახსოვდა. ამაზე კი თავისი შვილების მამისგან საკმაოდ საინტერესო და ემოციური პასუხი მიიღო.

 

 

„ეს ის სხეული არაა რომელიც შენ შეგიყვარდა“ - ვუთხარი მე მას.  სხეული, რომელიც შენ შეგიყვარდა იყო მკვრივი, კუნთოვანი, მუცელსა და მკერდზე არ მქონდა სტრიები არც მუცლის კუნთები - ჩამოკიდებული.
სხეული რომელიც მას შეუყვარდა მომდგარ ჯინსის შარვალში ეტეოდა, შეეძლო შესულიყო მაღაზიაში, ეყიდა ნებისმიერი ზომის ჯინსი და სცოდნოდა, რომ ის მაინც მოერგებოდა. ამ სხეულს კი უკვე აღარ შეუძლია იმავე მაღაზიებში სიარული და ძირითადად იოგის შარვლებით იმოსება. მისი სხეული ისევ იგივე დარჩა, თუმცა  ჩემი ყველანაირად შეიცვალა. ეს უსამართლობაა...
მე ვიდექი მის წინ, გადაღლილი, გულგატეხილი და თვალაცრემლებული. „ეს არაა ის სხეული რომელიც შენ შეგიყვარდა“. მაშინ მან მითხრა: „მართალია, ეს არ არის ის სხეული რომელიც მე შემიყვარდა. ეს არის სხეული, რომელმაც ჩვენი შვილები გამოზარდა, ის კვებავდა მათ და უქმნიდა კომფორტს. მან შექმნა სიცოცხლე. შენი სხეული ყოველ დღე მიყვარდებოდა. მანამდე არ ვიცოდი რა იყო სიყვარული სანამ არ ვნახე ეს სხეული და არ გავიგე რისი კეთება შეეძლო მას. ასე რომ, მადლობა შენ ამისთვის“.

 

 

ნუ შეგრცხვებათ იმისი, რაც გაქვთ და როგორც ამჟამად თქვენი სხეული გამოიყურება. მომავალში უამრავი დრო გექნებათ ნამცხვრებზე უარის სათქმელად, ახლა კი დატკბით მომენტით და ისიამოვნეთ იმითი, რომ თქვენ შექმენით  რაღაც,  რაც ღირდა თითოეულ სტრიად  და ცელულიტად.  თუ გჭირდებათ შეხსენება, აი ისიც! თქვენი ამჯამინდელი სხეული, იმსახურებს სიყვარულს და კიდევ უფრო მეტსაც“.

 

 

 

პოსტმა სოციალურ ქსელში 35 000 ემოცია 58 283 გაზიარება დაიმსახურა.  ის ასევე არაერთი გავლენიანი გამოცემის გვერდზე მოხვდა.
 

 

წყარო 

ტეგები: ლაურა მაზა მშობიარობა წონაში დაკლება

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker