Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

82 წლის ქალმა ისრაელის ავიაკომპანიას დისკრიმინაციულ ფაქტზე სასამართლო მოუგო

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-06-22

82 წლის იერუსალიმის მაცხოვრებელმა, რენე რაბინოვიჩმა ავიაკომპანია "El Al"–ს წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა და კომპანია  გენდერულ დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

 

გასული წლის დეკემბერში, რაბინოვიჩი მიფრინავდა ნიუ–იორკიდან თელ-ავივში, ფრენის დროს სტიუარდესამ სთხოვა მას გადამჯდარიყო სხვა ადგილას, რადგან ულტრა-ორთოდოქს ხასიდს არ სურდა მჯდარიყო ქალის გვერდით.

 

"ეს არ არის ჩემთვის პირადი საქმე, - განუცხადა რაბინოვიჩმა ჟურნალისტებს. - ეს არის უფლებების საკითხი. არ მესმის ვიღაცამ რატომ უნდა გადაწყვიტოს, რომ მე არ უნდა ვიჯდე მის გვერდით, მხოლოდ იმიტომ რომ მე ვარ ქალი "– განაცხადა რაბინოვიჩმა.

 

საქმის განხილვის შემდეგ, იერუსალიმის სასამართლომ მოსთხოვა ისრაელის ავიაკომპანიას "El Al"–ს  არ დააკმაყოფილოს ულტრა-ორთოდოქსი მგზავრების დისკრიმინაციული მოთხოვნები და მოუწოდა კომპანიას შეწყვიტოს ამ გვარი სკანდალური პრაქტიკა.

 

მორალური ზიანისთვის ავიაკომპანიას დაეკისრა 6,500 შეკელის გადახდა 82 წლის რენე რაბინოვიჩისთვის - ხანდაზმული ქალისთვის, რომელმაც ჰოლოკოსტი გადაიტანა და დღეს ეტლში გადაადგილდება.

 

ტეგები: რენე რაბინოვიჩი El Al გენდერულ დისკრიმინაცია

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker